მომსახურების წესები და პირობები

ტურისტული მომსახურების სტანდარტული პირობები

წინამდებარე პირობები წარმოადგენს ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს და ტურისტი აღნიშნული პირობების ბოლოს არსებული ,,თანხმობის ღილაკის“ დადასტურებითა და კონკრეტული ტურის საფასურის გადახდით ადასტურებს, რომ იგი გაეცნო კომპანიის მიერ დადგენილ ტურისტული მომსახურების სტანდარტულ პირობებს, სრულად ეთანხმება მას და პრეტენზია არ გააჩნია.

ტერმინთა განმარტება:

კომპანია - ტურისტული სააგენტო ,,ბიტრიპი“.

ტურისტი - კომპანიის  ვებგვერდზე ელ. მისამართით: www.beetrip.ge დარეგისტრირებული და ამავე ვებგვერდზე განთავსებული ტურ(ებ)ის  შემსყიდველი პირი და მასთან ერთად ამავე ტურით მოგზაური თანმხლები პირები.

ხელშეკრულების დადება - კომპანიის ვებგვერდზე ტურისტის მიერ კონკრეტული ტურის ელექტრონულად შერჩევის (მისი დასაწყისისა და დასრულების დროის, ტურისტთა რაოდენობის, ტურში შემავალი ყველა მომსახურების არჩევისა და ელექტრონულად მითითებით), წინამდებარე ტურისტული მომსახურების სტანდარტული პირობების ქვემოთ ,,წავიკითხე, გავეცანი და ვეთანხმები მომსახურების წესებსა და პირობებს“  ღილაკის დადასტურების/აღნიშვნისა (რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ტოლფასია)  და შერჩეული ტურის ღირებულების გადახდის ერთობლიობა.

ტურის შესყიდვა - კომპანიის ვებ.გვერდზე ელექტრონულად განთავსებული ტურ(ებ)ის შერჩევის შემდეგ, სახელშეკრულებო პირობებზე ,,წავიკითხე, გავეცანი და ვეთანხმები მომსახურების წესებსა და პირობებს“  ღილაკის ელექტრონულად დადასტურების (აღნიშვნით)  შემდეგ (რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ტოლფასია), შერჩეული ტურის შესაბამისი ღირებულების  კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა/ასახვა.

მომსახურების ვადა

1.1.           კონკრეტული ტურისტული მომსახურება ძალაში შედის ტურისტის მიერ შერჩეული ტურის ღირებულების სრულად გადახდისთანავე.

1.2.           ტურის დაწყება შესაძლებელია ტურისტის მიერ კონკრეტული ტურის შესყიდვიდან ე.ი. ტურის ღირებულების კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა/ასახვის მომენტიდან 4 საბანკო დღის შემდეგ, ტურის შეძენისას ტურისტის მიერ ელექტრონულად მონიშნულ პერიოდში.

1.3.           ტურისტული მომსახურება ძალაშია ტურისტის მიერ შესყიდული ტურის დასრულებამდე.

 

კომპანიის ვალდებულება

2.1.           კომპანია ვალდებულია გაუწიოს ტურისტს ტურისტული მომსახურება ტურისტის მიერ შერჩეული და შესყიდული ტურის საინფორმაციო ველში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად.

2.2.           კომპანია ვალდებულია მიაწოდოს ტურისტს სასარგებლო ინფორმაცია სამოგზაურო რეგიონის/ქვეყნის თავისებურებაზე, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე თუკი მათი დაცვა აუცილებელია ტურისტთა უსაფრთხოებისათვის.

2.3.           კომპანია ვალდებულია გონივრულ ვადაში შეატყობინოს ტურისტს ინფორმაცია ტურის ორგანიზებაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე.

 

         21. კომპანიის უფლებამოსილება

კომპანია უფლებამოსილია გააერთიანოს  ტურისტთა ჯგუფები ტურების მიმართულების შესაბამისად.  

 

ტურისტის ვალდებულება

3.1.           დროულად გამოცხადდეს ტურის დაწყების ადგილას და თან იქონიოს  ყველა დოკუმენტი, რომელიც საჭიროა ტურისტული მომსახურების შეუფერხებლად გაწევისათვის როგორებიცაა: ტურისტის ვინაობის დამდგენი დოკუმენტები - პირადობის მოწმობა/პასპორტი, თუ ტურისტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - მისი საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი; შესყიდული ტურის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა.

3.2.           ზედმიწევნით დაიცვას ტურის საინფორაციო ველში მითითებული ან კომპანიის მიერ ტურისტისათვის მიწოდებული ინფორმაციით გათვალისწინებული პირობები.

 

განსაკუთრებული პირობები:

4.1. ინფლაციის მაღალი დონის ან/და სავალუტო კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების პირობებში, კომპანია უფლებამოსილია დააწესოს და ტურისტი ვალდებულია გადაიხადოს შესყიდული ტურის ღირებულების გაზრდილი ფასი, რაც აუცილებელი იქნება ინფლაციის გამო ტურის დამატებითი ხარჯის დასაფარად.

4.2.           კომპანია პასუხს არ აგებს:

4.2.1.       ტურისტის ბარგის დაკარგვა/დაზიანებისათვის;

4.2.2.       ტურისტის პირადი ნივთების ან სხვა საჭირო დოკუმენტაციის დაკარგვისათვის;

4.2.3.       პრობლემებისთვის, რომლებიც შესაძლოა შეექმნას ტურისტს მესაზღვრეებთან, მებაჟეებთან, პოლიციასთან და სხვა სამართლებრივ ორგანოებთან;

4.2.4.       ტურისტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ან/და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ქცევისა და დამკვიდრებული წეს-ჩვეულებების დარღვევით გამოწვეულ შედეგზე;

4.2.5.       მესამე პირთა მიერ/მიმართ მიყენებული ზიანისათვის;

4.2.6.       ტურისტის ვალდებულებათა დარღვევის შედეგად დამდგარი უარყოფითი შედეგისათვის ე.ი. ყველა იმ გარემოებისათვის, რომელიც  გამოწვეულია თავად ტურისტის მიერ და არ არის დაკავშირებული კომპანიასთან.

 

ტურისტის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტა/შეცვლა

5.1.           ტურისტის ინიციატივით შესყიდულ ტურზე უარის გაცხადების შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას უკვე გაწეული აქვს ხარჯები ტურისტის მომსახურებისათვის, ტურისტის მიმართ ამოქმედდება შემდეგი სანქციები:

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში  დაუშვებელია. ამ შემთხვევაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

5.2.           ტურისტს აგრეთვე უფლება აქვს ტურის დაწყებამდე კომპანიისათვის მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში,  მოითხოვოს შესყიდულ ტურში მის ნაცვლად მესამე პირის მონაწილეობა. კომპანია უფლებამოსილია უარი განაცხადოს მესამე პირის მონაწილეობაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს ტურისტის მიერ შესყიდული ტურისათვის აუცილებელ პირობებს.  კომპანია უფლებამოსილია დაეთანხმოს ტურში მესამე პირის მონაწილეობას იმ დამატებითი ხარჯების ანაზღაურების სანაცვლოდ, რასაც მოგზაურობაში მესამე პირის მონაწილეობა გამოიწვევს.

 

კომპანიის ინიციატივით მომსახურების შეწყვეტა/შეცვლა

6.1.           კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ტურის ღირებულების გაზრდის ან ტურის არსებითი პირობების შეცვლის შემთხვევაში,  კომპანია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს ტურისტს, რათა მან მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეცვლილი პირობებით მისი მიღების თაობაზე. ტურისტი ვალდებულია დაუყოვნებლივ  აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომპანიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომატურად ამოქმედდება შეცვლილი პირობები. ტურის გაზრდილი ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, ტურისტი კარგავს ტურისტული მომსახურების მოთხოვნის უფლებას, შესყიდული ტურის ღირებულების დაბრუნებასთან  დაკავშიებით კი  ამოქმედდება 5.1. მუხლით გათვალისწინებული სანქცია.  

6.2.           შესყიდული ტურის კომპანიისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ჩაშლის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მინიმუმ 3 კალენდარული დღით ადრე აცნობოს აღნიშნულის თაობაზე ტურისტს და ტურისტის არჩევანისამებრ შესთავაზოს ტურისტისათვის მისაღები სხვა ტურისტული მომსახურება ან სრულად დაუბრუნოს მას ჩაშლილი ტურის ღირებულება.

 

ფორს-მაჟორი

7.1.           მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით (ფორს-მაჟორით), კერძოდ – ხანძრის, წყალდიდობის, მიწისძვრის, საქართველოს მთავრობის, ცენტრალური და/ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა შედეგად და ამ ვითარებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე.

7.2.           ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას, მხარე ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე წერილობით შეატყობინოს ამის შესახებ მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლებას.  ამასთან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული  პირობების შესრულების ვადები გადაიწევს იმ პერიოდით, რა ხანგრძლივობითაც არსებობდა ასეთი ვითარება და ასეთი ვითარება გაგრძელდება 1 (ერთი) თვეზე მეტი ვადით,  მაშინ ნებისმიერ მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მხარეები ვალდებულნი არიან  დაუყოვნებლივ მოახდინონ ანგარიშსწორება ფაქტობრივად შესრულებული ვალდებულების შესაბამისად.

7.3.           თუ ფოსმაჟორული გარემოება დადგა უშუალოდ ტურის დაწყების შემდგომ,  კომპანია მიმართავს ყველა ღონისძიებას ტურისტის დაბრუნების მიზნით, რა დროსაც დაბრუნების დამატებითი ხარჯები დაეკისრება ტურისტს.

 

დავათა გადაწყვეტის წესი

8.1. შესყიდული ტურის მიმართ რაიმე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში,  ტურისტი ვალდებულია პრეტენზიის საფუძვლის შესაბამისად მიმართოს შსაბამის პირს - სასტუმროს ადმინისტრაციას/გიდს/მძღოლს და სხვა.

8.2. შესყიდული ტურის ნაკლთან დაკავშირებით ნებისმიერი პრეტენზია უნდა დასაბუთდეს ადგილზე  წერილობით შედგენილი აქტით, რომელშიც უნდა აისახოს თავად ნაკლის შინაარსი და რომელიც უნდა დადასტურდეს ტურისტისა და პრეტენზიის ადრესატის ხელმოწერებით - პრეტენზიის აქტი.

8.3. ადგილზე პრობლემის მოუგვარებლობისას, ტურის დასრულებიდან ერთი თვის მანძილზე, ტურისტი უფლებამოსილია მიმართოს კომპანიას საფუძვლიანი პრეტენზიითა და შესაბამისი მტკიცებულებებით და წარუდგინოს პრეტენზიის დამადასტურებელი დოკუმენტები: პრეტენზიის აქტი, ქვითრები, ანგარიშები, ფოტოები და სხვა.

8.4. კომპანია ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში და მოახდინოს შეასბამისი რეაგირება. დაუსაბუთებელი პრეტენზია განხილვას არ ექვემდებარება.

 

გამოსაყენებელი სამართალი

კომპანიასა და ტურისტს შორის არსებულ ან წამოშობილ ნებისმიერ სამართლებრივ ურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

კორესპონდენცია

ტურისტის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია ითვლება ტურისტის უტყუარ და მოქმედ საკონტაქტო საშუალებად და ტურისტის მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე კომპანიის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები ტურისტისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნიდან 12 საათის შემდეგ. ანალოგიურად, ტურისტის მიერ კომპანიისათვის გაგზავნილი შეტყობინება კომპანიისათვის ჩაბარებულად ითვლება კომპანიის ვებ. გვერდზე მითითებულ ელ. ფოსტაზე გაგზავნიდან 12 საათის შემდეგ.