დააგემოვნე ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული ღვინო საოჯახო მარან "ღვინის ეზო #1" -ში

  • "ღვინის ეზო N1"  აერთიანებს  სამი  თაობის    მარანს,  სახლს და ეზოს. ჩვენი მიზანია  სტუმარს  ვაჩვენოთ როგორია ქართული,  კახური,  ტრადიციული ოჯახი, გავაცნოთ ცხოვრების წესი, სუფრით, თამადით,  ღვინით, ფოლკლორით, აგრო მიმართულებებით და სხვა.
  • "ღვინის ეზო N1"-ში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებელია  სამი თაობის მარნის  მონახულება,  ქვევრიდან  ორშიმოთი ღვინის  ამოღება და დეგუსტაცია.   სახელობითი  ღვინის  ჩამოსხმა, არყის გამოხდა,  რთველი,  ჩურჩხელის ამოვლება, პურის გამოცხობა,  კულინარიული მასტერკლასები.   

 

ტურის განრიგი

  • გასვლა “ღვინის ეზო #1“ ს მიმართულებით
  • მარნის დათვალიერება
  • რთველში და ღვინის დაწურვაში მონაწილეობის მიღება
  • ღვინის დეგუსტაცია და ვახშამი
  • თბილისში გამომგზავრება
+ უფასო დაზღვევა
  • უკეთ რომ გააცნობიეროთ როგორ ქმნიან ნატურალურ ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით საქართველოში და რა არის მთავარი რაც უნდა იცოდეთ ქართული ღვინის შესახებ, მოინახულე საოჯახო მარანი “ღვინის ეზო #1“. 


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება 
  • რთველში და ღვინის დაწურვაში მონაწილეობის მიღება
  • ღვინის დეგუსტაცია და ვახშამი

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 150 კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 2 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

სხვა ტურები