დააგემოვნე ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადებული ღვინო საოჯახო მარან "VELLINO" -ში

  • ღვინის ბრენდი VELLINO 2016 წლის ოქტომბრიდან არსებობს ბაზარზე. ღვინოს ვაწარმოებთ კახური ადგილობრივი ყურძნის ჯიშებისგან. ღვინის ხარისხიდან გამომდინარე ძირითადად ვთანამშრომლობთ პრემიუმ სეგმენტის სასტუმროებთან(Rooms Hotel, IOTA Hotel, Stamba Hotel, etc) და ღვინის მაღაზიებთან(8000 Vintages, Wine Gallery, Vinoground, etc). მარანი ასევე ახორციელებს ექსპორტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრიაში და ინგლისში. მონაწილეობას ვიღებთ ისეთ მნიშვნელოვან ღვინის გამოფენებში, როგორიც არის RAW WINE London, RAW WINE Berlin, Vinexpo Bordeaux, Georgian Wine Festival in Hong-Kong and Shanghai და ასე შემდეგ. "ველინოს" ღვინოები არაერთგზის არის დაჯილდოებული სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებზე.

 

ტურის განრიგი

  • გასვლა “Vellino" ს მიმართულებით
  • მარნის დათვალიერება
  • ღვინის დეგუსტაცია და ვახშამი
  • თბილისში გამომგზავრება
+ უფასო დაზღვევა
  • უკეთ რომ გააცნობიეროთ როგორ ქმნიან ნატურალურ ღვინოს ქართული ტრადიციული მეთოდით საქართველოში და რა არის მთავარი რაც უნდა იცოდეთ ქართული ღვინის შესახებ, ეწვიეთ კახეთის ერთ-ერთ ავთენტურ საოჯახო მარან “ველინოს“. 


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება 
  • ღვინის დეგუსტაცია და ვახშამი

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 70 კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 1 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

 

სხვა ტურები