დააგემოვნეთ სხვადასხვა სახის ქართული ყველი ქარხანაში "ცივის ყველი".

  • საწარმო „ცივის ყველი“ გთავაზობთ მხოლოდ ნატურალური რძის პროდუქტს. გვაქვს შემუშავებული შიდა სტანდარტი, რომელსაც სისტემატიურად აკონტროლებს სურსათის ეროვული სააგენტო. დავნერგეთ HACCP სტანდარტები, რომელიც ითვალისწინებს კრიტიკული საკონტროლო პუნქტების გამოვლენასა და ანალიზს , ის წარმოადგენს სისტემურ პრევენციულ მიდგომას ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური რისკებისაგან წარმოქმნის პროცესებში, შეიმუშავოს გაზომვები ამ რისკების შესამცირებლად უსაფრთხო დონეზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენი პროდუქტი არის სანდო, უსაფრთხო და ამავე დროს გემრიელი.

    საწარმოს მინიჭებული აქვს ქართული ხარისხის ნიშანი, რომელიც დატანილია პროდუქტის ეტიკეტზე და იმის მანიშნებელია, რომ ჩვენს პროდუქტს ენდობა არა მარტო საქართველოს მოსახლეობა, არამედ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროც.

ტურის განრიგი

  • გასვლა საწარმო "ცივის ყველი" ს მიმართულებით
  • ყველის დეგუსტაცია
  • თბილისში გამომგზავრება

 

+ უფასო დაზღვევა
  • საწარმო გთავაზობთ უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა პროდუქციის დამზადებაში. ვიღებთ შეკვეთებს კულტურული ღონისძიების მოწყობაში. გვაქვს ტურისტების მომსახურეობის გამოცდილება, რომელიც ითვალისწინებს ყველის დეგუსტაციას და ყველის კეთების პროცესში მონაწილეობის მიღებას. აქტიურად ვესწრებით სახელმწიფოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ტრენინგებსა და შეხვედრებს, რაც თანამშრომელთა კვალიფიკაციის ზრდას უწყობს ხელს. საწარმოში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. საწარმოს ხელმძღვანელობა სისტემატიურად ზრუნავს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მათ წახალისებასა და მოტივაციის ზრდაზე. 



ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება 
  • ყველის დეგუსტაცია

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 100 კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 1 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

 

სხვა ტურები