თბილისის საფეხმავლო ტური

მნიშვნელოვანი ინფორმაციაის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

  • მეტეხი ისტორიული უბანია მტკვრის კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში.იგი ადგილმდებარეობის გამო, ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე.მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, რომელიც მტკვრის ნაპირზე კლდეზეა აშენებული თითქოს შეზრდილია მასთან და გადმოჰყურებს მთელ ქალაქს. დღის განმავლობაში იგი სხვადასხვაგვარად ნათდება და მისი სილუეტი ცის ფონზე მომხიბვლელ სურათს ქმნის. ტაძარი, რომლის კედლები თითქოს სალი კლდის გაგრძელებას წარმოადგენენ აირეკლება მტკვარში და ამით ამდიდრებს მთებში მომწყვდეული და გაშენებული ქალაქის თავისებურ სურათს.
  • ძველი თბილისი  ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი, თბილისის ის უბნები და დასახლებები, რასაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა, ამ უბნებში დღემდე შემორჩენილია უძელესი, პატარა ხის აივნებიანი სახლები ფერადი ხის ჭიშკრები და ეს ყველაფერი წარსულში “ტიფლისში“ ამოგზაურებს მნახველს.
  • ნარიყალა, ციხე რომლის გარეშეც თბილისი წარმოუდგენელია. ეს იდუმალი ციხე სიმაგრე თბილისს ჩვ. წ. IV საუკუნიდან იცავს. ხოლო მისი გადმოსახედები, საიდანაც თბილიის ყველა ღირსება ჩანს მნახველს შთაბეჭდილებებით ავსებს.
  • აბანოთუბანი(აბანოების უბანი )- თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს. საოყველთაოდაა ცნობილი რომ სწორედ ამ ცხელი წყლების აღმოჩენიდან მომდინარეობს თბილიის სახელწოდებაც.

 

ტურის განრიგი

  • 10:00 - შეხვდერა სასურველ სასტუმროსთან, ტურის დასაწყისი
  • ევროპის მოედანი
  • გოგირდის აბანოები
  • ძველი თბილისის უბნები
  • სიონის ტაძარი
  • საბაგიროთი ასვლა ნარიყალას ციხეზე
  • სინაგოგა
  • მეჩეთი
  • დაბრუნება სასტუმროში, ტურის დასასრული
+ უფასო დაზღვევა

თბილისი - კავკასიის ისტორიული ცენტრი, საქართველოს დედაქალაქი. მისი ისტორია თექვსმეტ საუკუნეს ითვლის. IV საუკუნიდან დღემდე თბილისი ქართული იდენტობის ცენტრია; მრავალსაუკუნოვან წარსულს მოწმობს ქალაქში არსებული უამრავი კულტურული ძეგლი, რომელთაგან თითოეული ხატია იმ ეპოქისა, იმ კულტურისა და საზოგადოებრივი ყოფისა, რა ეპოქაშიც შეიქმნა. თბილისი აერთიანებს არაერთი რელიგიის საკულტო შენობა-ნაგებობებს, რაც უფრო მარავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის ქალაქს.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ, რომ აღმოაჩინოთ უძველესი კულტურის, ტრადიციების, ხურორთმოძღვრებისა და ისტორიის მქონე ქალაქი, ქალაქი - რომელსაც უყვარხარ, გულითადად გმასპინძლობს და შთაბეჭდილებებით სავსე დღეებს გჩუქნის.


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  •  გიდი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ფეხით დასაფარი მანძილი - 5 კმ ფეხით
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

სხვა ტურები