ოქროს საწმისის მხარეში

ტურის ღირებულებაში შედის

  • ტრანსპორტირება
  • კვალიფიციური გიდის მომსახურება
  • ტრადიციული ქართული სადილი
  • 6 წლამდე ბავშებისთვის ტური უფასოა
  • 6 დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ტურის ღირებულება ნახევრდება

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტურის დაწყების დრო დილის 9 საათი
  • ტურის ხანგრძლივობა 10 საათი
  • გაითვალისწინეთ, რომ მღვიმეში +14 C ტემპერატურაა
  • მღვიმეში 5 წლამდე ბავშვების შესვლა აკრძალულია
  • დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაშ შესაძლებელია მღვიმეში ნავით გასეირნება
  • ფეხით სასიარულო მანძილია 3-4 კმ

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

+ უფასო დაზღვევა
  • ტური გთავაზობთ დაათვალიეროთ იმერეთის ღირსშესანიშნაობები, მხარე რომელსაც ხშირად ოქროს საწმისის მხარესაც ეძახიან, არგონავტების ლეგენდასთან კავშრის გამო. იმერეთში შუა საუკუნეების არქიტექტურულ ძეგლებთან ერთად, როგორიცაა ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი, გელათის აკადემია და ა.შ შეგიძლიათ დატკბეთ ბუნების ძეგლებით როგორიცაა პრომეთეს მღვიმე.


სხვა ტურები