7 ღიანი სალაშქრო ტური: შატილი-აწუნთას უღელტეხილი-ომალო

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • შატილი საქართველოს ისტორიული მთიანი სოფელია, მდებარეობს ჩეჩნეთის საზღვართან ახლოს. კავკასიონის ჩრდილოეთ ქედზეა განლაგებული, ზემო ხევსურეთში, საქართველოს ისტორიულ პროვინციაში, რომელიც ახლა მცხეთა–მთიანეთის რეგიონში შედის.
  • სოფელი ანატორი პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან მდებარეობს. ისტორიული წყაროების მიხედვით სოფლის მოსახლეობა XVIII საუკუნეში ინფექციას “ჟამს“ ამოუხოცავს. 
    გადმოცემის თანახმად, ავადმყოფი ანატორელები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში, რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი აღარავინ რჩებოდა. აკლდამების შიგნით, კედლების გასწვრივ, მიცვალებულთა დასასვენებლად ორ ან სამ იარუსად ფიქლის თაროებია მოწყობილი. აკლდამებში რამდენიმე ათეული ადამიანი იყო დაკრძალული. ადრე დაკრძალულთა ძვლები იატაკზე და ქვედა იარუსის თაროებს ქვეშ იყო დაგროვილი. არქეოლოგიური გათხრის დროს აკლდამაში აღმოჩნდა ხის ჭურჭელი, სამკაულები, ისრისპირები და მონეტები.
  • მუცო საქართველოს პატარა სოფელია. საქართველოს ისტორიული პროვინციის (ამჟამად მცხეთა–მთიანეთის რეგიონი), ხევსურეთის ერთ–ერთი ყოფილი ციხე–სიმაგრე, მდებარეობს კლდიან მთაზე (1880 მ.) მდინარე ანდაქისწყლის მარჯვენა სანაპიროზე. 
  • აწუნთის უღელტეხილი - უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის მხარეებში, დუშეთისა და მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს აწუნთის ქედზე, ზღვის დონიდან 3431 მ. გადასასვლელი თუშეთიდან (პირიქითისა და თუშეთის ალაზნის ხეობები) ხევსურეთში (ანდაქისა და ხონიჭალის ხეობები). გადადის საცალფეხო ბილიკი. აწუნთის უღელტეხილის მიდამო დაფარულია ალპური მდელოთი.
  • გირევი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე.
    გირევი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ეკუთვნის და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 
    ნასოფლარის კუთვნილი ძეგლები: კოშკი და ციხე–სახლი.
  • ფარსმას ნასოფლარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 40 კილომეტრში, პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას ბორცვებზე. ნასოფლარის კუთვნილი ძეგლები: ეკლესია, კოშკი, ციხე–სახლები, წმინდა გიორგის ხატის კომპლექსი.
  • ჭეშო მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 25–26 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარის ნაპირიდან დაახლოებით 150 მეტრში.აღსანიშნავია ძეგლებია: სამი კოშკის ძეგლი (ზედა, შუა, ქვედა კოშკები), აბალოიძეების კოშკი, სამხრეთ–დასავლეთის კოშკი.
  • სოფელი დართლო ზღვის დონიდან 2000 მ–ზე მდ.ალაზნის ნაპირას, კავკასიის მთების ჩრდილოეთ ქედზე. იგი ცნობილია ადგილობრივი არქიტექტურით, ქვით ნაგები და ფიქალით გადახურული ნაგებობებით, სადაც მაცხოვრებლებს აქვთ მჭიდრო შეხება წინაპრების კულტურასთან და ცხოვრების წესთან.
  • კვავლოს მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 7–8 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარის ნაპირიდან მაღლა მთაზე დაახლოებით 500 მეტრში. 
    ნასოფლარის კუთვლილი ძეგლები: 1. კოშკი – მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, კლდეზე. კოშკი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული, ნაშენია ფიქლით. შენობა ჩამოშლილია. 2. საქვაბე – დგას შუა სოფელში, ნაგებია ფიქლით. იყენებდნენ ლუდის მოსახარშად. 3. ციხე–სახლი – დგას ნასოფლარში, ნაგებია ფიქლით, ოთხსართულიანია. შენობას ფიქლის ორფერდა სახურავი აქვს.
    კვავლო თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. 
  • ომალო საქართველოს ისტორიული მხარის, თუშეთის მთავარი სოფელია. ადმინისტრაციულად კახეთის მუნიციპალიტეტ ახმეტას ეკუთვნის. იგი გაწოლილია კავკასიის მთებისა და პირიქითა თუშეთის არეში. ომალოს მაღალი მდებარეობის, კავკასიის მთების ჩრდილოეთ ქედებისა და მტკიცე გზების არქონის გამო, იგი წლის უმეტეს დროს მოწყვეტილია დანარჩენ საქართველოს. ერთადერთი მისასვლელი გზა, აბანოს უღელტეხილია 2850 მ–ზე (9350 ფუტი).
  • კესელოს ციხე — მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს ჩრდილოეთით, კლდოვან ბორცვზე, განეკუთვნება XVIII საუკუნეს. ციხისაგან შემორჩენილია სამი ოთხკუთხა კოშკი და გალავნის ფრაგმენტები. სამივე კოშკი ნაგებია ფიქალი ქვით. კოშკები დაზიანებულია: ორი კოშკის სახურავი, სართულშუა გადახურვა და ზედა სართულის კედლების ნაწილი ჩამოშლილი აქვს.
  • სოფელი შენაქო მდებარეობს თუშეთში პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. სოფელში ზაფხულობით რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს. სოფლის გარშემო სათიბები და უნიკალური ფიჭვის ტყეებია. სოფლის ცენტრში, სალოცავთან ახლოს, მეცხრამეტე საუკუნის წმინდა სამების ეკლესია დგას. ეკლესიის წინ, კი მემორიალი დგას: ”სამშობლოსათვი თავდადებული დიკლოელებისა და შენაქოელებს 1837-1967 ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია”.
  • სოფელი დიკლო მდებარეობს თუშეთში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტში. განლაგებულია თუშეთის ალაზნის ხეობაში, ზღვის დონიდან 2140 მეტრზე. დიკლოში არის ძველი სალოცავი და ციხე–სიმაგრე. დიკლოს ციხე–სიმაგრესთან ახლოს მდებარეობს სასაზღვრო გამშვები პუნქტი. დიკლოში ხშირი ფიჭვნარია, სადაც შეიძლება შეგხვდეთ ჯიხვი და ნიამორი. სოფელთან ახლოს მოედინება ტურისტებისათვის მიმზიდველი მინერალური გოგირდის წყლები.
  • აბანო ან აბანოს სერი — უღელტეხილი საქართველოში. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე, ბულანჩოსწვერისა და დიდგვერდის მთებს შორის. გადასასვლელი მდინარე სტორის ხეობიდან თუშეთის ალაზნის ხეობაში.

 

ტურის განრიგი

1 დღე: თბილისი - შატილი - მუცო - არდოტი

ტრანსპორტირება შატილში, შემდეგ  მუცოში და არდოტში.  სოფლებში გასეირნება.

ღამისთევა კარვებში.

 2 დღე: ხიდროტანის ქედი - აწუნთის უღელტეხილი

ლაშქრობა ხიდოტანის ქედზე

ღამისთევა კარვებში უღელტეხილის მისადგომებთან

 დღე 3: აწუნთის უღელტეხილი - ქვახიდის ბანაკი

ღამისთევა კარვებში.

 4 დღე: ქვახიდი-ფარსმა

სოფელ ფარსმის მონახულება

ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.

 5 დღე: ჭეშო-დართლო-კვავლო-ომალო

დართლოში 4X4 SUV- ით გადაადგილება

ლაშქრობა კავლოში.

ღამისთევა საოჯახო სასტუმროში ომალოში.

 6 დღე: კესელოს ციხე - შენაქო-დიკლო

ფეხით გასეირნება კესელოს კოშკებში.

ტრანსპორტით გასვლა შენაოსა და დიკლოს მიმართულებით

სოფლების მონახულება

დაბრუნება ომალოში და ღამისთევა სასტუმროში.

 დღე 7: ტრანსფერი თბილისში

+ უფასო დაზღვევა

მიმოხილვა

  • ლაშქრობა ხევსურეთიდან თუშეთში აწუნთის უღელტეხილის გავლით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მარშუტია

მოგზაურობა საშუალებას გვაძლევს დავტკბეთ ცენტრალური კავკასიონის განუმეორებელი ლანდშაფტებით, ალპური მდელოების, ღრმა ხეობების, თოვლით დაფარული მწვერვალების და შუა საუკუნეების სოფლების ბრწყინვალე ხედებით

მარშუტი იწყება სოფელ შატილისა და მუცოს   შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეებიდან, გრძელდება ზღვის დონიდან 3450 მ-ზე აწუნთის უღეტეხილზე  და სრულდება ულამაზესი თუშეთის სოფლებში.

რატომ  უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ, რომ მოგზაურობა თუშეთშსა და ხევსურეთში  ნიშნავს აღმოაჩინო კიდევ ერთი ულამაზესი სამყარო საქართველოში, მთის წვერზე მერცხლის ბუდესავით მიკრული სოფლებით, ჩანჩქერებით, ულამაზესი ბუნებით, ექტრემითა და დაუვიწყარი ემოციებით. თუშეთის განსაკუთრებული რელიეფი, მთები და კლდეები საოცარი შთაბეჭდილებებით ავსებს მნახველს.

 

 



სხვა ტურები