სამდღიანი დაუვიწყარი ტური სვანეთში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • დადიანების სასახლე ქაქალ ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს. ეს ისტორიული სასახლე და ამჟამად მუზეუმი სამეგრელოს მთავრების-დადიანების რეზიდენცია იყო. თავდაპირველად სამთავრო რეზიდენცია ააგო ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა. ამჟამად სასახლე შედგება სასახლეებისგან, კარის ეკლესიისა და ბოტანიკური ბაღისგან. რეკონსტრუქციის დროს გამოიყენეს გოთური სტილი.დადიანების სასახლის მუზეუმი უძველესია საქართველოში. დავით დადიანმა ჯერ კიდევ 1839 წელს დააფუძნა პირადი მუზეუმი, არქეოლოგიური, ნუმიზმატური, სამხედრო და ეთნოგრაფიული კაბინეტებით. ამჟამად მუზეუმში 40000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, შამილის ხმალი, XVIII-XX სს-ის ევროპელ და ქართველ მხატვართა კოლექციები. მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია ანტიკური და შუა საუკუნეების ოქრომჭედლობის ნიმუშები.
  • ენგურის ჰიდროელექტროსადგური — უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ. (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსი.
  • ლათალის თემი. ლათალის XIII ს მაცხვარიშის ტაძარი.
  • მესტია საქართველოს ჩრდილო–დასავლეთში მდებარე მთიანი დაბაა, განლაგებულია კავკასიონის მთებში ზღვის დონიდან 1500 მ–ზე. სადაც დღემდე შემონახულია მეტად საყურადღებო შუა საუკუნეებით დათარიღებული ძეგლები: ეკლესიები, ციხესიმაგრეები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდში არიან შეტანილნი.
  • უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნეოდა 2014 წლამდ. თუმცა, მას შემდეგ, 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოჭორნაში 1 მუდმივი მაცხოვრებელი დაფისქსირა, ევროპის ყველაზე მაღალი დასახლების სტატუსი ამ სოფელს გადაეცა.უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის უღვირის უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანრჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს. 1987 წელს დიდი ზვავის გამო ადგილობრივი მცხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ, ძირითადად, ქვემო ქართლში. ამჟამად თემში დაახლოებით 70 კომლი სახლობს.უშგულთან ახლოს, ენგურის სათავეებთან მოდის მინერალური წყალი. უშგულში შემორჩენილია XII საუკუნის ციხე-სიმაგრის ფრაგმენტები, რამდენიმე ეკლესია, სამ ათასეულზე მეტი უძველესი ციხე-სახლი და საკულტო ნაგებობა. უშგული იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით არის დაცული.

  • ქორულდის ტბები

 

აუნაზღაურდება.

+ უფასო დაზღვევა

 

სვანეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. სვანეთი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში. საკურორტო თვალსაზრისით რეგიონი უნიკალურია, განსაკუთრებით პოპულარულია სამთო-სათხილამურო კურორტებით, უმაღლესი მწვერვალებითა და მყინვარებით. ამას გარდა, რეგიონი გამოირჩევა კულტურული მემკვიდრეობითიც.



 

ტურის ღირებულებაში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება 
  • საოჯახო სასტუმრო მესტიაში (ორჯერადი კვებით)
  •  გიდი

 

ღირებულებაში არ შედის 

  • კვება ტურის განმავლობაში
  • მუზეუმის ბილეთები 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 500 კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 9 ს
  • საჭიროეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

  • ჯავშნის გაუქმება

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

სხვა ტურები