ტური ძველი კოლხეთის დედაქალაქ ქუთაისში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

  • ბაგრატის ტაძარი- ქუთაისის სიდიადის თვალსაჩინო გამოხატულებაა,იგი საუკუნეების მანალიზე ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, ბაგრატის ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ისტორიულად კი იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.
  • გელათის მონასტერი-  გაბრწყინებული და დიდებული საქართველოს კიდევ ერთი, საამაყო ხურორთმოძღვრების ძეგლი,რომელიც მეფე დავით აღმაშენებლის დროს იქნა აგებული და დღესაც თავმომოწონედ, უდრეკად დგას და გულს უხარებს თითოეულ მნახველს. მონასტრის მხატვრობა კიდევ უფრო მეტად ხიბლს ჰმატებს გელათს, რადგან მის კედლებზე შესრულებული მოზაიკა უნიკალურია და სხვა ეკლესიაში არ გვხვდება.
  • მოწამეთა- მონასტერი, რომელიც მდინარე წყალწითელას ხეობაში, ულამაზეს ბუნებაშია ჩაფლული მნახველს მხოლოდ ლამაზი ხედებით როდი აოცებს, ამ ადგილის განსაკუთრებულობას მოწმობს ისიც რომ, აქ დაბრძანებულია ქრისტიანობას გმირულად შეწირული ძმების, წმინდანი დავითი და კონსტანტინე მხეიძეების  უხრწნელი წმინდა ნაწილები. ეს ფაქტი კი კიდევ უფრო ამძაფრებს სურვილს ამ ადგილების მონახულებისა.
  • სათაფლიის ნაკრძალი - ადგილი რომელიც ბუნებამ მარავლხრივად დააჯოლდოვა, სახელი “სათაფლია“-თაფლის ადგილი ,სწორედ, რომ ფუტკრისა და თაფლის სიუხვეზე მიუთითებს,გარდა ამიდსა ეს ის ადგილია სადაც მილიონი წლის წინ დინოზავრები უდარდელად დასეირნობდნენ, დღეს კი შეგვიძლია მათი ნაკვალევის ხილვისას წარმოსახვას მივეცეთ და ის საოცარი კადრები გონებაში გავაცოცხლოთ. ნაკრძალი ამ ყველაფერთან ერთად იტევს საუკუნოვან კარსტულ მღვიმეს, რომელშიც უზარმაზარი სტალაქტიდები და სტალაქმიტები მნახველის გაოცებას ელიან.

ტურის განრიგი 

  • 07:45 - შეკრება
  • გასვლა ქუთაისის მიმართულებით
  • ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი
  • გელათის მონასტერი
  • მოწამეთას მამატა მონასტერი;
  • სათაფლია
  • გამომგზავრება თბილისისკენ
+ უფასო დაზღვევა

ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქი, ქალაქი რომელიც ქმნის ქვეყნის ინდუსტრიას და ასევე მნახველს აოცებს მარავალფეროვანი კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლებით, იშვიათია მხარე რომელიც ამგვარი შესაძლებლობებითაა დაჯილდოვებული, აქ ერთმანეთთან ჰარმონიულადაა  შერწყმული როგორც ძველი ისე თანამედროვე კულტურა, ბუნების უნიკალური ძეგლები და მარავალათასწლეულის წინანდელი არტეფაქტები.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ რომ, იმოგზაურებთ დროში-აღმოაჩენთ დინოზავრთა მრავალათასწლეულის წინანდელ ნაკვალევს, იხილავთ საუკუნოვან კარსტულ მღვიმეს, სადაც ნაირფერად აელვარებული  სტალაქტიდები და სტალაქმიტები თვალს მოგჭრით.


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება
  • გიდი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ფეხით დასაფარი მანძილი - 3 კმ ფეხით
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

სხვა ტურები