ერთ დღიანი ტური ქუთაისში და პრომეთეს მღვიმეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია 

  • ბაგრატის ტაძარი- ქუთაისის სიდიადის თვალსაჩინო გამოხატულებაა,იგი საუკუნეების მანალიზე ქალაქის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, ბაგრატის ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. ისტორიულად კი იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.
  • გელათის მონასტერი-  გაბრწყინებული და დიდებული საქართველოს კიდევ ერთი, საამაყო ხურორთმოძღვრების ძეგლი,რომელიც მეფე დავით აღმაშენებლის დროს იქნა აგებული და დღესაც თავმომოწონედ, უდრეკად დგას და გულს უხარებს თითოეულ მნახველს. მონასტრის მხატვრობა კიდევ უფრო მეტად ხიბლს ჰმატებს გელათს, რადგან მის კედლებზე შესრულებული მოზაიკა უნიკალურია და სხვა ეკლესიაში არ გვხვდება.
  • პრომეთეს მღვიმე – კარსტულიმღვიმე დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მ-ზე. თბილისიდან დაშორებულია 240 კმ, ხოლო ქუთაისიდან 40კმ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. ტურისტული მარშრუტის სიგრძეა 1060 მ. 
    აღმოჩენილია 16 დარბაზი. მღვიმე მდიდარია სხვადასხვა სახის წარმონაქმნებით: სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარეები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. კარგი ტურისტული ობიექტია. მღვიმე კეთილმოწყობილია; არის საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, სხვადასხვა ხედები და თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის.

ტურის განრიგი 

  • 08:00- შეკრება
  • გასვლა ქუთაისის მიმართულებით
  • ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი
  • გელათის მონასტერი
  • პრომეთეს მღვიმე
  • გამომგზავრება თბილისისკენ
  • ტურის დასასრული

 

 

+ უფასო დაზღვევა

მიმოხილვა

ქუთაისი საქართველოს მეორე დედაქალაქი, ქალაქი რომელიც ქმნის ქვეყნის ინდუსტრიას და ასევე მნახველს აოცებს მარავალფეროვანი კულტურული თუ ბუნებრივი ძეგლებით, იშვიათია მხარე რომელიც ამგვარი შესაძლებლობებითაა დაჯილდოვებული, აქ ერთმანეთთან ჰარმონიულადაა  შერწყმული როგორც ძველი ისე თანამედროვე კულტურა, ბუნების უნიკალური ძეგლები და მარავალათასწლეულის წინანდელი არტეფაქტები.

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ რომ, იმოგზაურებთ დროში- იხილავთ საუკუნოვან კარსტულ მღვიმეს, სადაც ნაირფერად აელვარებული სტალაქტიდები და სტალაქმიტები თვალს მოგჭრით.

 



ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • გიდი

 

ტურში არ შედის

  • სადილი
  • ბილეთების მოსაკრებელი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ფეხით დასაფარი მანძილი - 2 კმ ფეხით
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

სხვა ტურები