ორდღიანი ტური ხევსურეთში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი -მუზეუმი რომელიც მდებარეობს ხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კორშაში. მისი მიზანია თითოეულ ვიზიტორს თვალწინ გადაუშალოს ხევსურული ყოფა-ცხოვრების ამსახველი დეტალები. ეს იქნება ტრადიციული სამოსი ხევსურული თუ საბრძოლო იარაღი, ავეჯი თუ ჭურჭელი
  • ლებაისკარის ციხე-ტიპიური ხევსურული საცხოვრებელი ციხე-სახლი რომელიც ამ მხარის სტილის და არქიტექტურის თვალსაჩინო გამოხატულებაა. ამასთანავე იგი წარმოადგენს შუა საუკუნეების უდრეკ ძეგლს რომესაც ვერც დრომ და ვერც მტრის ბოროტებამ ვერაფერი დააკლო.
  • კისტანის ციხეები-ციხე-სოფელი დუშეთის რაიონში დათვიჯვრის უღელტეხილსა და შატილს შორის, ზღვის დონიდან სიმაღლე 2080 მ. სოფელი თითოეულ ვიზიტორს თვალს სჭრის არამარტო ულამაზესი ბუნებით ასევე საუკუნოვანი ციხეებით, რომლებიც მიმოფანტულია და თითქოს ყველა მხრიდან უმზერს, თავისთან იხმობს მნახველს.
  • შატილის კოშკები -  ხევსურეთის საუკუნოვანი ციხე-კოშკების ერთი წყება დღესაც მყარად, ამაყად დგას მრავლისმომსწრე მიწაზე და ზვიადი მზერით მიაცილებს მარადისობაში დღეებს, თვეებს, ასწლეულებს… ქვის სიმფონიის, თუ შეიძლება ასე ითქვას, უთვალსაჩინოესი ნიმუშია „შუღლწაუგები“ შატილი. რომელიც ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მდებარეობს.
  • ანატორის აკლდამები -აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი , რომელიც მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში . შავი ჭირის დროს ხევსურებმა საკუთარი ხელით ააგეს აკლდამები სადაც, თავიანთი ფეხით მიდიოდნენ, წვებოდნენ  და ელოდნენ როდის მიაკითხავდათ სიკვდილი, დიახ სწორედ ხევსურები არიან ის ხალხი ვინც ამხელა დიდსულოვნებას იჩენდა და ცდილობდა ამ საქციელით თავიანთი მოძმე ხალხი გადაერჩინათ.
  • მუცო- ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი, ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ-ზე მდებარეობს.ლეგენდის თანახმად მუცოს მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ და საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს იცავდნენ. გადმოცემის მიხედვით, საგანძური დღესაც მუცოს ახლოს, მაღალ მთებშია დაცული და რჩეულის მოლოდინშია. 

ტურის განრიგი

 დღე

  • 08:00- შეხვედრის ადგილი
  • გასვლა თბილისიდან შატილის მიმართულებით
  • კორშის ეთნოგრაფიული მუზეუმი
  • ლანჩი დათვიჯვრის უღელტეხილზე;
  • ლებაისკარის ციხე
  • კისტანის ციხეები
  • შატილი
  • ვახშამი საველე პირობებში

 

II დღე

  • 08:00 საუზმე
  • ექსკურსია შატილის კოშკებში
  • ანატორის აკლდამები
  • მუცო
  • დაბრუნება თბილისში, ტურის დასასრული

აუცილებლად წასაკითხი

  • ფეხით სავალი მონაკვეთები: ლებაისკარზე 300 მეტრი, კისტანზე 800 მეტრი. მუცო 300 მ

+ უფასო დაზღვევა
  • ხევსურეთი  საქართველოს მთების მშვენება, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მდებარეობს. სახელი “ხევსურეთი“ სწორედ რომ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო.ხევსურეთში აღმოაჩენთ  არაერთ კულტურულ-არქიტექტურულ ძეგლის, რომლებიც ქართული ყოფითი კულტურის მნიშვნელოვან ნიმუშებს წარმოადგენს.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ რომ, ცხოვრება ბედნიერი წუთებით იზომება და ჩვენ გაჩუქებთ ბედნიერ წუთებს, აგავსებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და დადებითი ემოციებით.


სხვა ტურები