მცხეთის ტური

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • სვეტიცხოველი – ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებითა და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რაც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.სვეტიცხოველი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, რადგან საპატრიარქო ტაძარი და საქართველოს ეკლესიის მეთაურთა კათალიკოს-პატრიარქთა რეზიდენცია იყო.
  • ჯვრის მონასტერი-კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული, რელიგიური და ხურორთმოძღვრული ძეგლი ქართულ რეალობაში. იგი  აღმართულია მაღალ მთაზე და უკვე 1400 წელზე მეტია გადმოჰყურებს და მფარველობს წმინდა ქალაქ მცხეთას.
  • სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი ადგილი საიდანაც იწყება ქართული მართლმადიდებლური ისტორია, სწორედ აქედან უქადაქა ქართველ ერს ქრისტეს სჯული მოციქულთასწორმა, კაპადოკიელმა ნეტარმა ქალწულმა ნინომ და მას შემდეგ დაწიყო ქართველთა სულიერი ცხოვრება.დღეისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ხდის სამთავროს მონასტერს საინტერესოს, აქ დაბრძანებულია წმინდა, ბერი მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული, რაც ქრისტიანთათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.

 

ტურის განრიგი

  • 10:00 შეხვედრა
  • გამგზავრება მცხეთისკენ
  • ჯვრის მონასტერი
  • სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
  • გასეირნება მცხეთის ქუჩებში
  • სამთავროს დედათა მონასტერი
  • დაბრუნება თბილისში
  • ტურის დასასრული
+ უფასო დაზღვევა

მცხეთა - საქართველოს ძველი დედაქალაქი, ადგილი, რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია საქართველოში,პატარა, მშვიდი ქალაქი რომელიც უამრავ სიწმინდეს და მდიდარ კულტურას იტევს.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ რომ აღმოაჩენთ საქართველოს უძველეს ქალაქს სადაც ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული ბუნებრივი გარემო, ისტორია და კულტურული ძეგლები,  მცხეთის ხილვის შემდეგ ნათელი გახდება თუ რატომ ზრუნავს მთლიანად ქალაქის შენარჩუნებაზე მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაცია იუნესკო. მიხვდებით, რომ ეს პატარა ქალაქი მართლაც საოცარი და უნიკალურია მსოფლიო ასპარეზზე.


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება
  • გიდი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ფეხით დასაფარი მანძილი - 1 კმ ფეხით
  • მგზარობის დრო ერთი მიმართულებით 1/2 საათი
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

სხვა ტურები