მარტვილისა და ოკაცეს კანიონები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • მარტვილის, ანუ გაჭედილის კანიონი, სოფ. გაჭედილის მახლობლად მდებარეობს,ადგილი თავისთავად ძალიან ლამაზია 20-40 მ. სიმაღლეზე ვერტიკალურად აღმართული თეთრი კლდეები, კამკამა წყალი, რომელშიც თევზები დაცურავენ, ჩანჩქერები, სიმწვანე და თვალწარმტაცი მდინარის კალაპოტი მანხველს წარუშლელი ემოციებით ავსებს. კანიონში დინოზავრის ნაკვალევიც აღმოაჩინეს რაც ერთი ორად ზრდის ამ ადგილისადმი ინტერესს, აქ არსებული ნავებით გაეირნება კი გაძლევთ შანსს კანიონის სილამაზეს სრულყოფილად ეზიაროთ.
  • მარტვილის მონასტერი- ქრიატიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსია, რომეიც მე-7 საუკუნეში ჭყონდიდის წარმართული რელიგიური ცენტრის ადგილე აშენდა. მონასტერი მთის თხემზე მდებარეობს და იქიდან არა მარტო სამეგრელოს იმერეთის თვალწარმტაცი ხედებიც მოჩანს.
  • ოკაცეს კანიონი რომელიც მილიონ წელს ითვლის იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, მდებარეობს ხონის მუნიციპალიტეტში,სოფელ გორდის მიდამოებში, ზღვის დონიდან 520 მეტრზე. კანიონის მიმზიდველობას ჰმატება მასთან გაშენებული დადიანის ტყე-პარკი, კანიონის კლდეზე დაკიდებული ბილიკი და მის მიდამოებში არსებული ბნებრივი ჩანჩქერები.

 

ტურის განრიგი

  • 07:45 - შეხვედრის ადგილი 
  • გასვლა თბილისიდან მარტვილის მიმართულებით;
  • ჩასვლა მარტვილში
  • მარტვილის კანიონი
  • მარტვილის მონასტერი
  • ოკაცეს კანიონი
  • დაბრუნება თბილისში
+ უფასო დაზღვევა

სამეგრელო საქართელოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე რომლის ისტორიულ, კულტურულ თუ ბუნებრივ მრავალფეროვნებას ნებისსმიერი ადამიანი აღტაცებაში მოჰყავს. აქ არსებულმა კულტურულმა თუ ბუნებრივმა ძეგლებმა საუკუნეებს გაუძლო და დღესაც ამაყად, ძველი დიდებით ხვდება სტუმრებს, ამიტომ საქართელოს ყველა სტუმარმა უნდა მოინახულოს ისეთი შესანიშნავი ადგილები როგორიცაა: მარტვილის კანიონი და მონასტერი, ხოლო იმერეთის ერთ-ერთი მშვენება ოკაცეს კანიონი ჩანჩქერებით.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად ?

  • იმიტომ რომ იმოგზაურებთ კანიონების საოცარ სამყაროში, აღმოაჩენთ უალამზეს ჩანჩქერს, მონატერს და  ყველაფერი ეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებად აისახება თქვენს გონებაში.


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება 
  • გიდი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 310 კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 5 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი გვიანი გაზაფხული-შემოდგომა
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი,წყალგაუმტარი, ფეხსაცმელი, სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)

 

გაითვალისწინეთ!

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

სხვა ტურები