მარტვილის 2 დღაიანი ტური

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • გორდის ბაღი-დადიანების საზაფხულო რეზიდენცია ცნობილი ქართველი თავადების, დადიანების სურვილით იქნა გაშენებული 19-ე საუკუნეში ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში, ბაღში არსებული მცენარეული მრავალფეროვანი საფარი ევროპელი ფლორისტების შემოქმედებაა, აქ არსებული იშვიათი მცენარეები საოცარ გარემოს ქმნის.
  • დათვის ტბა პატარა ბუნებრივი წარმოშობის ტბაა რომელიც ოკაცეს კანიონის ტერიტორიაზე მდებარეობს, თავისთავად ტბა ძალიან ლამაზია კამაკამა წყლით და ფერადი კენჭებით, თუმცა მის სილამაზეს და ეფექტს აორმაგებს ტბამდე ჩასასვლელი კლდოვანი, ხავსით დაფარული გზა რომელიც ჩასასვლელად ექსტრემალურია თუმცა გარისკვად ღირს, რადგან ტბა სიღრმეშია და ირგვლივ ულამაზესი კლდეები აკრავს.
  • ოკაცეს კანიონი რომელიც მილიონ წელს ითვლის იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, მდებარეობს ხონის მუნიციპალიტეტში,სოფელ გორდის მიდამოებში, ზღვის დონიდან 520 მეტრზე. კანიონის მიმზიდველობას ჰმატება მასთან გაშენებული დადიანის ტყე-პარკი, კანიონის კლდეზე დაკიდებული ბილიკი და მის მიდამოებში არსებული ბნებრივი ჩანჩქერები.
  • დადიანების სასახლე ქალაქ ზუგდიდის ცენტრში მდებარობს, იგი საუკუნეების წინ წარმოადგენდა თავადი დადიანების რეზიდენციას და ბუნებრივია სასახლე მათ სტატუსს, ცხოვრების სტილს და გემოვნებას სრულიად გამოხატავს, შენობა გოთურ სტილშია აგებული რაც მის განსაკუთრებულობას ადასტურებს. დღესდრეობით სასახლე წარმოადგენს მუზეუმს სადაც უამრავი ისეთი ნივთი ინახება რაც საუკუნეების ისტორიას აცოცხლებს.
  • ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, აქ აღმოჩენილი უძველესი ნაშთები აჩენს ლეგენდას, რომლის თანახმადაც სწორედ ნოალაქევის ადგილას იყო უძველესი ქალაქი აია სადაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი იპოვეს.
  • მარტვილის, ანუ გაჭედილის კანიონი, სოფ. გაჭედილის მახლობლად მდებარეობს,ადგილი თავისთავად ძალიან ლამაზია 20-40 მ. სიმაღლეზე ვერტიკალურად აღმართული თეთრი კლდეები, კამკამა წყალი, რომელშიც თევზები დაცურავენ, ჩანჩქერები, სიმწვანე და თვალწარმტაცი მდინარის კალაპოტი მანხველს წარუშლელი ემოციებით ავსებს. კანიონში დინოზავრის ნაკვალევიც აღმოაჩინეს რაც ერთი ორად ზრდის ამ ადგილისადმი ინტერესს, აქ არსებული ნავებით გაეირნება კი გაძლევთ შანსს კანიონის სილამაზეს სრულყოფილად ეზიაროთ.
  • მარტვილის მონასტერი- ქრიატიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსია, რომეიც მე-7 საუკუნეში ჭყონდიდის წარმართული რელიგიური ცენტრის ადგილე აშენდა. მონასტერი მთის თხემზე მდებარეობს და იქიდან არა მარტო სამეგრელოს იმერეთის თვალწარმტაცი ხედებიც მოჩანს.

ტურის განრიგი

1 დღე

  • 07:45 - შეხვედრა
  • გასვლა თბილისიდან ხონის მიმართულებით
  • ჩასვლა ხონში
  • დადიანების საზაფხულო ბაღი
  • ოკაცეს კანიონი
  • გამგზავრება ზუგდუდში
  • განთავსება საოჯახო სასტუმროში

2 დღე

  • საუზმე
  • დადიაების სასახლე
  • ნოქალაქევის ციხე
  • მარტვილის ეკლესია
  • მარტვილის კანიონი
  • დაბრუნება თბილისში
+ უფასო დაზღვევა

სამეგრელო საქართელოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე რომლის ისტორიულ, კულტურულ თუ ბუნებრივ მრავალფეროვნებას ნებისსმიერი ადამიანი აღტაცებაში მოჰყავს. აქ არსებულმა კულტურულმა თუ ბუნებრივმა ძეგლებმა საუკუნეებს გაუძლო და დღესაც ამაყად, ძველი დიდებით ხვდება სტუმრებს, ამიტომ საქართელოს ყველა სტუმარმა უნდა მოინახულოს ისეთი შესანიშნავი ადგილები როგორიცაა: მარტვილის კანიონი და მონასტერი, ხოლო იმერეთის ერთ-ერთი მშვენება ოკაცეს კანიონი ჩანჩქერებით.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად ?

  • იმიტომ რომ იმოგზაურებთ კანიონების საოცარ სამყაროში, აღმოაჩენთ უალამზეს ჩანჩქერს, მონატერს და  ყველაფერი ეს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებად აისახება თქვენს გონებაში.


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირებ
  •  გიდი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 310 კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 5 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი გვიანი გაზაფხული-შემოდგომა
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი,წყალგაუმტარი, ფეხსაცმელი, სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

 

სხვა ტურები