კახეთის ტური

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • ძველი და ახალი შუამთის მონასტრები მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლებს წარმოადგენენ,  შუამთის ორივე კომპლექსი განლაგებულია ფოთლოვან ტყეში, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-ზე მდებარეობს. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში სამი ეკლესია შედის.აქვე არის ახალი შუამთაც
  • თელავი - ისტორიული ქალაქი კახეთში, რომელიც მთელი ქვეყნის ისტორიას ინახავს, თაობებს გადასცემს იმ დიდებულ წარსულს, რითიც მეფე ერეკლეს ხანა ყვაოდა. დღემდე შემონახულია ციხე რომელსაც ბატონის ციხეს ეძახიან რომელიც  მოიცავს: ციხე გალავანს, ორი ეკლესიას, სამეფო სასახლეს, აბანოს და გვირაბს. აქვე ხარობს 900 წლოვანი ჭადარი რომლის სიდიდეც მნახველს აოცებს.
  • ალავერდის მონასტერი- ყველაზე დიდებული წარსულის  მოწმე კახელთა ძლიერებისა. სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ახმეტის რაიონის სოფ. ალავერდთან, იგი VI ს-ში დააარსა ასურეთიდან ქართლში მოსულმა წმინდა მამამ იოსებ ალავერდელმა (მისი საფლავი ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს).მონასტერი იმდენად ღირებულია როგორც არქიტექტურულად ისე ისტორიულად, რომ 2007 წლიდან იუნესკოს ძეგლთა დაცვის საცდელ სიაშია. 27 სექტემბერს სრულიად საქართველო და განსაკუთრებით კახეთი  ალავერდობას ზეიმობს.
  •  უჯარმის ციხე-ქალაქი III-IV საუკუნის ძეგლს წარმოადგენს, რომელიც მდებარეობს გარე კახეთში, მდინარე ივრის ნაპირზე. ულამაზეს გომბორის მთიანეთში ჩაფლული, მთაზე აზიდული ციხის ნაშთები წარსულის სიდიადის განცდას ჰგვრის მნახველს,  ხოლო ხელის გულზე გადაშლილი გომბორის ქედის, ულამაზესი ხედები ხომ წარუშლელი შთაბეჭდილებების გარანტია.

ტურის განრიგი

  • 07:45 - შეხვედრა
  • გასვლა თბილისიდან კახეთის მიმართულებით
  • უჯარმის ციხე
  • ძველი შუამთა
  • ახალი შუამთა
  • თელავი / ბატონის ციხე
  • ალავერდის მონასტერი
  • დაბრუნება თბილისში
+ უფასო დაზღვევა
  • კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი და ქვეყნის საამაყო მხარე, სადაც ერთდროულად არის შესაძლებელი ჩაიძირო ულამაზესი ბუნების წიაღში, დაბრუნდე საუკუნეებით უკან და დატკბე არქიტექტურულ-კულტურული შემოქმედებით, მოილოცო არა ერთი წმინდა ადგილი ასევე ეზიარო საუკუნოვან ტრადიციას-ქართულ სუფრასა და ქვევრის ღვინოს.

 

რატომ უნდა იმოგზაურო ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღმოაჩინოთ საქართველო, როგორც ყველაზე მრავაფეროვანი ქვეყანა: მდიდარი ბუნებით,ეკლესია მონასტრებით,შთამბეჭდავი ხედებითა და რაც მთავარია დაუვიწყარი სტუმართმოყვარეობით რასაც კახეთი აუცილებლად გაგრძნობინებთ, ეს კი კიდევ უფრო მეტად ჩაგახედებთ საქართველოს გულში და მეტად შგაყვარებთ მას.


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება - კოორდინირება - განხორციელება
  • ტრანსპორტირება
  • გიდი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 120კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 2 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

სხვა ტურები