გორი უფლისციხის ტური

ნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • უფლისციხე-  ძველი წელთაღრიცხვის  II-I ათასწლეულის კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქია, რომელიც საქართველოში ამგვარი ტიპის ძეგლებში უძველესია. ქალაქის სახელი “უფლისციხე“ დაკავშირებულია შორეულ წარსულში აქ მცოვრები ტომის ბელადის ძალაუფლებასთან, რომელსაც უფლის სადარს უწოდებდნენ სწორედ აქედან მმდინარეობს ეს სახელწოდებაც. დღეისათვის კლდეში ნაკვეთი ქალაქი მუზეუმ-ნაკრძალს წარმოადგენს სადაც დაცულია 150 გამოქვაბული და აქ არსებული წმინდა გიორგის სახელობის, ბიზანტიური სტილის ეკლესია. ციხე ქალაქის სიდიადეს მოწმობს ისიც რომ იი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიოს ძეგლთა დაცვის საცდელ სიაშია.
  • სტალინის სახლ-მუზეუმი-  გორი არის ქალაქი, რომელმაც შვა და გამოზარდა მსოფლიო დონის პოლიტიკოსი იოსებ სტალინი, რომელმაც  საქართველო მსოფლიო ასპარეზზე თვისი სახელით ცნობილი გახადა, სწორედ ამიტომ ამ პატარა მშვიდ თუმცა ასეთი მნიშვნელობის ქალაქში არის სტალინის სახელმწიფო მუზეუმი  სადაც წარმოდგენილია როგორც მისი მემორიალური სახლი ასევე საექსპოზიციო შენობა კოშკით და სტალინის პირადი ვაგონი ინტერიერით, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში.
  • ატენის სიონი (ღვთისმშობლის მიძინების სახელობის) VII საუკუნის დასაწყისის ქართული ორთოდოქსული ტაძარია ქალაქ გორის სამხრეთით, 10კმ სავალზე მდებარე სოფელ ატენში. იგი აღმართულია მდინარე ტანას ხეობის კლდეზე, რომელიც ცნობილია თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და ღვინით.

 

ტურის განრიგი

  • 09:45 - შეკრება 
  • გასვლა გორის მიმართულებით
  • სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
  • უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალი
  • ატენის სიონი
  • გამომგზავრება თბილისისკენ
+ უფასო დაზღვევა

გორი - საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი, რომელიც იტევს, როგორც  დიდ კულტურულ წარსულს - უფლისციხეს, ასევე მსოფლიო ისტორიის ნაწილის - იოსებ სტალინის სამშობლოსა და სახლმუზეუმს. ადამიანმა, რომელიც მოგზაურობს საქართველოში, აუცილებლად უნდა იხილოს ეს ორი, ერის უმნიშვნელოვანესი წარსულის დასტური.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად

  • იმიტომ, რომ გამოზაურებთ უძველეს წარსულში, სადაც ადამიანები ქვებსა და კლდეებს თავიანთ ენაზე ამეტყველებდნენ, კვეთდნენ ქალაქებს, ეწეოდნენ ჩვეულებრივ ყოფას და ვერც კი ხვდებოდნენ, რომ  ერის კულტურულ ისტორიას ოქროს ასოებით წერდნენ.


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება 
  • გიდი

 

დამატებითი ინფორმაცია 

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 120 კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 1.40 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

სხვა ტურები