ესტუმრეთ მარადმწვანე ტყეებში ჩაფლულ ბორჯომს და საქართველოს სამხრეთის მშვენება ახალციხეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • ბორჯომის ხეობაში, ულამაზეს ადგილას მდებარეობს ჩითახევის წმინდა გიორგის მამათა მონასტრი. ხალხმა მას სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა, რადგან ხეობაში არსებული ყველა ხე განსხვავებული მწვანე ფერისაა. ასევეა ქვებიც, რომლითაც ტაძარია აგებული. ყველა მწვანეა, მაგრამ ზოგი მუქი და ზოგი – ღია.
  • რაბათის ციხე რომელიც მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, დაარსებულია IX -საუკუნეში, იგი წარმოადგენდა იმდროინდელი თავადების რეზიდენციას, რასაც ციხის გალავნის თითოეული ქვა, სვეტი, დიზაინი დებარეობა დასტურია სწორედ რომ იმ თავდების ცხოვრებისა და დახვწეილი გემოვნებისა ვისი მეოხებითაც აშენდა.
  • საფარის სამონასტრო კომპლექსი  მაღალი მთის ტერასაზე ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაშია განლაგებული, რომელიც ქვემოთ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ურაველისწყალი მიედინება. სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ეპოქის მრავალი ნაგებობა შედის, იგი X საუკუნით თარიღდება და ხშირად მოიხსენიება როგორც საქართველოს სულიერი საგანძური.
  • მარადმწვანე ხეობაში ჩაფლული მინერალური წყლების პარკი წელიწადის ყოველ დროს საოცრად მიმზიდველია. პარკს 30 ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია. აქ დამსვენებელს შეუძლია ეზიაროს ბუნების სილამაზეს, მოაწყოს ლაშქრობები, პიკნიკები, გაერთოს სხვადასხვა ატრაქციონებზე, ისიამოვნოს აუზით და გაატაროს დრო სურვილისამებრ.

 

ტურის განრიგი 

  • 08:45 შეხვედრის ადგილი 
  • გამგზავრება ბორჯომისკენ
  • მწვანე მონასტერი
  • ახალციხის ციხე – რაბათი
  • საფარას მონასტერი
  • ბორჯომის პარკი
  • დაბრუნება თბილისში
+ უფასო დაზღვევა

საქართველოს ერთ-ერთი კუთხე,სამცხე-ჯავახეთი არის მხარე, რომელიც თითქმის ამოუწურავ კულტურულ და ბუნებრივ ძეგლებს აერთიანებს, აქ თავმოყრილია, როგორც გამაჯანსაღებელი კურორტები ასევე სიცხე-ქალაქები, ეკლესია-მონასტრები და ბუნებრივი საოცრებები. სამცხე ჯავახეთს ასევე  წილად ხვდა ბედნიერება, სახელად ბორჯომი - ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი, გარდა ამისა ამ მხარეშია რაბათის ციხე, რომლის ძველი დიდება და სილამაზე დღესაც თვალს სჭრის მნახველს.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად ?

  • იმიტომ რომ, ეზიაროთ ბორჯომის ხეობის საოცარ ბუნებას, იგრძნოთ ვულკანური წყლის მაცოცხლებელი ძალა და ამასთანავე იმოგზაუროთ წარსულში, დატკბეთ რაბათის ციხის სიდიადითა და სიმშვენიერით.


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით
  •  გიდი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 220კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 3:30 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

სხვა ტურები