ერთდღიანი შემეცნებითი ტური კახეთში

მნიშვნელოვანი ინფომრაცია

  • ალავერდის მონასტერი- ყველაზე დიდებული წარსულის  მოწმე კახელთა ძლიერებისა. სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ახმეტის რაიონის სოფ. ალავერდთან, იგი VI ს-ში დააარსა ასურეთიდან ქართლში მოსულმა წმინდა მამამ იოსებ ალავერდელმა (მისი საფლავი ტაძრის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს).მონასტერი იმდენად ღირებულია როგორც არქიტექტურულად ისე ისტორიულად, რომ 2007 წლიდან იუნესკოს ძეგლთა დაცვის საცდელ სიაშია. 27 სექტემბერს სრულიად საქართველო და განსაკუთრებით კახეთი  ალავერდობას ზეიმობს.
  • გრემი-  სოფელი ყვარლის რაიონში,  წარსულში კახეთის სამეფოს დედაქალაქი და ერთ-ერთი სავაჭრო ეკონომიკურ-კულტურული ცენტრი. აქვე გვხვდება გრემის მთავარანგელოზის მონასტერი რომელიც გრემის ძლიერი განვითერბის პერიოდშია აგებული და მისი არქიტექტურაც მოწმოაბსა ამას.  გრემის მონასტერი იუნესკოს ძეგლთა დაცვის საცდელ სიაშია 2007 წლიდან.
  • ნეკრესი- ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი კახეთის ავთენტურ ტყეში, მთის წვერზეა აღმართული საიდანაც ალაზნის ველის და კახეთის ულამაზესი ხედები იშლება.  კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან.  მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

 

ტურის განრიგი 

 

  • 08:45 - შეკრება 
  • გასვლა კახეთის მიმართულებით
  • ალავერდის მამათა მონასტერი
  • გრემის სამონასტრო კომპლექსი
  • ნეკრესის მონასტერი
  • გამომგზავრება თბილისისკენ
+ უფასო დაზღვევა

კახეთი-მხარე, რომელიც ბუნებამ უხვად დააჯილდოვა უამარავი სიკეთით. აქ არსებულ ბუნებას, კულტურას, არქიტექტურულ ძეგლებს და  მხარის სავიზიტო ბარათს-ღვინოს მნახველი აღტაცებაში მოჰყავს. მარავალსაუკუნოვანი ეკლესია-მონასტრები კიდღესაც უდრეკად დგანან და ელიან დაინტერესებულ ადამიანებს.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ რომ ეზიაროთ ღვინის ჯადოსნურ სამყაროს, დათვრეთ არა ალკოჰოლით არამედ, იმ დადებითი ემოციებით რასაც ჭიქა ღვინის დეგუსტაცია მოგგვრით ამასთანავე აღმოაჩინოთ კახეთის საუკუნოვანი კულტურული ძეგლები და მარავალფეროვანი ბუნება რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებებს მოგგვრით.


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება 
  • გიდი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 170 კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 2 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

 

სხვა ტურები