ერთდღიანი საფეხმავლო ტური აბუდელაურის ფერად ტბებზე

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
    • აბუდელაურის ფერადი ტბები, რომელიც ტრადიციებითა და კულტურით მდიდარი, მაღალმთიანი ხევსურეთის თვალწარმტაც მიდამოებს მეტ ხიბლს სძენს, მიეკუთნებიან ბუნების უიშვიათეს ქმნილებათა სიას. აბუდელაურის ფერადი ტბები მყინვარული (მორენული) წარმოშობის ტბები, აღმოსავლეთ საქართველოში,  თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში ,სოფლების როშკასა და ჯუთასთან ახლოს ზღვის დონიდან 2812 მეტრზე მდებარეობს. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. ტბების მაქსიმალური დონე ზაფხულში აღინიშნება, მინიმალური კი ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ტბები ყინულითაა დაფარული, რომლისგანაც მხოლოდ მაისის ბოლოს თავისუფლდება.
    • კომლექტში სამი ტბა შედის: მწვანე, თეთრი და ლურჯი ტბები, რომლებიც არც თუ ისე დიდი მანძილით არიან დაშორებულნი. სამივე ტბა შესანიშნავად ერწყმის ავთენტურ გარემოს და კიდევ უფრო შთამბეჭდავად წარმოაჩენს ხევსურეთის ამ მხარეს.
    • აბუდელაურის ტბას უკავშიირდება ძველი ქართული ლეგენდა.  რომელიც მეტ ინტერესს და მისტიკას სძენს ამ ულამაეს ადგილს.ლეგენდის თანახმად, იახსარის ლახტს გამოქცეულმა უკანასკნელმა დევმა ტბაში დაიხრჩოთავი. იახსარი ტბაში ჩაჰყვა დევს და განგმირა იგი, თუმცა დევის სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარი ტბიდან ვეღარ ამოვიდა სანამ ტბას ცხვრის სისხლი არ ასხურეს.
    • სოფელი როშკა ხევსურეთის ერთ-ერთი მარგალიტი, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2000-მ . სოფელი ნებისმიერ დროს თვალისმომჭრელია ბუნებით და ბუნების ძეგლებით, როშკის გიგანტური ლოდებით რომლებიც  მიეკუთვნება მსოფლიოში უდუიდესი „მოხეტიალე“ ლოდების რიცხვს.

 

  • ტურის განრიგი
    • 06:45- შეხვედრის ადგილი ვარდების რევოლუციის მოედანი
    • გამგზავრება ხევსურეთისკენ
    • ჩასვლა სოფელ როშკაში
    • როშკის ლოდები
    • გამგზავრება აბუდელაურის ფერადი ტბებისკენ
    • ლურჯი ტბა
    • მწვანე ტბა
    • თეთრი ტბა
    • გამომგზავრება თბილისიკენ
+ უფასო დაზღვევა
  • ხევსურეთი არის საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი განსაკუთრებულად ლამაზი და მნიშვნელოვანი მხარე, რომლის კულტურული თუ ბინებრივი საოცრებების რესურსი თითქმის ამოუწურავია.როდესაც ხევსურეთს სტუმრობს ადამიანი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი ახალ ემოციებს, ტავგადასავლებსა და ახალ ადგილებს ჰპირდება.

 

  • რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?
    • იმიტომ, რომ ეს ტური წაგიყვანთ იქ სადაც ეზიარებით ბუნების საოცრებებს-აბუდელაურის ფერად ტბებს, რომლებიც ნამდვილად ფერადია: მწვანედ ლურჯად და თეთრად ლივლივებს. ასევე გექნებათ საშუაკება დატკბეთ ჭაუხების მასივის ცქერით ყველაფერი ეს კი მიწეირი სამოთხის განცდას მოგგვრით და მიღებული შტაბეჭდილებები დიდ ხანს გაგყვებათ.


  • ტურის ღირებულებაში შედის
    • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
    • ტრანსპორტირება 
    • ინგლისურენოვანი/რუსულენოვანი გიდი

 

  • დამატებითი ინფორმაცია
    • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 130 კ
    • ფეხით დასაფარი მანძილი 14 კმ
    • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 3 სთ
    • ტურის განხორცილების პერიოდი - გვიანი გაზაფხული-ადრეული შემოდგომა
    • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)

 

  • გაითვალისწინეთ!

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

  • ჯავშნის გაუქმება

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

სხვა ტურები