დაშბაშის კანიონი

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • დაშბაშის კანიონი  სამხრეთ საქართველოში, წალკაში, მდინარე ხრამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრზე მდებარეობს და მიი სიგრძე 8 კილომეტრს შეადგენს, იგი არის ბუნების ძეგლი რომელიც მდ. ქციის (ხრამის) მიერ შექმნილი იშვიათი და ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული კანიონისებური ხეობაა.
  • კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით.
  • წალკის წყალსაცავი ქვემო ქართლში მდინარე ხრამის ხეობაში მდებარეობს, იგი სარკის ფართობით ყველაზე დიდი წყალსაცავია საქათველოში მისი შექმნის მიზანი ენერგეტიკული გათვლები იყო თუმცა დღეისათვის იგი საუკეთესო ადგილია როგორც სათევზაოდ ასევე დასასვენებლად და ხედებით ტკბობისთვის წყალსაცავის ბინადარნი არიან სხვადასხვა ჯიშის ფრინველები რომლებიც კიდევ უფრო მიმზიდველს ჰხიან ტბას.
  • დაშბაშის კანიონს ზემოდან წმინდა გიორგის სახელობის  მცირე ზომის ეკლესია დაჰყურებს რომელიც მდებარეობის გათვალისწინებით ყველა მხრიდან საუკეთესოდ ჩანს, ეკლესიის ტერიტორიიდან კი ულამაზესი ხედები იშლება ხრამის ხეობაზე და ზოგადად წალკის რაიონზე. ეკლესიის წარწერები გვაუწყებენ რომ მან დროს გაუძლო და საუკუნეებს ითვლის.
  • მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი – მანგლისის სიონი ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისის განაპირას ულამაზეს ბუნებაში მდებარეობს.მანგლისის ეკლესია ირველად IV საუკუნეში აშენდა ხოლო ამჟამინდელი ტაძარი აშენებულია VI-VII საუკუნეებში ტაძრის კედლებზე უძველესი წარწერებია შემორჩენილი.

 

ტურის განრიგი

  • 08:00 - შეხვედრა 
  • გამგზავრება წალკის მიმართულებით
  • მანგლისის სიონი
  • წალკის წყალსაცავი
  • დაშბაშის კანიონი
  • დაშბაშის წმინდა გიორგის ეკლესია
  • დაბრუნება თბილისში
+ უფასო დაზღვევა

სამხრეთ საქართველო და კონკრეტულად წალკის მუნიციპალიტეტი წლების მანძილზე საგულდაგულოდ ინახავდა ერთ უალამზეს ბუნების ძეგლს, დაშბაშის კანიონს, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებით და ეფექტური პეიზაჟებით გამოირჩევა.  კანიონის ფერდობებზე მიწისქვეშა წყლების ვარდნა ულამაზეს ჩანჩქერს ქმნისდა საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვარიელებელს.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ რომ აღმოაჩენთ საქართველოს კიდევ ერთ მარგალიტს, დაშბაშის კანიონს თავისი საოცარი ხედებითა და ჩანჩქერებით. გაიცნობთ წალკის მუნიციპალიტეტს რომელსაც ეთნიკური თვალსაზრისით განსაკუთრებული ხიბლი აქვს, ამასთანავე ესთეტიურ ტკბობასთან ერთად მიიღებთ სულიერ საზრდოს, მოილოცავთ მანგლისის სიონს ტაძრის საოცარი გარემო ნამდვილად მოგგვრით სულიერ სიმშვიდეს.


ტურის ღირებულებაში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით
  • პროფესიონალი გიდის  მომსახურება

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 120კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 2,5 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი - გაზაფხული-შემოდგომა
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)~

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

სხვა ტურები