დაგეგმე ტური ძამას ხეობაში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • ბატეთის ტბა ქარელის რაიონში, ძამას ხეობაში მდებარეობს.   ბატეთი მეწყერული ტბაა და ცალ მხარეს ჭაობი აქვს, ტბაში შვიტებია ამოსული რაც მის მწვანე შეფერილობა და ასეთ სილამაზეს განაპირობებს, გარშემო კი უკიდეგანოდ ლამაზი, დიდხეებიანი ტყე აქვს შემოკრული ამიტომ ბატეთი წელიწადის ყველა დროს დაუვიწყარ სილამაზეს და წარუშლელ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.
  • ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სამონასტრო კომპლექსი- მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტში,  თარიღდება XII-XIII საუკუნეებით.კომპლექსში შედის: წმ. ნიკოლოზის, ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემელის ეკლესიის ნანგრევების, მცირე ეკლესიის, შიო მღვიმელის სახელობის ახლახანს აგებული მცირე ეკლესიის და სხვა ნაგებობებისაგან.გამოირჩევა თავისი კედლის მხატვრობით. აღსანიშნავია გიორგი III-ის, თამარის,და ლაშა-გიორგის ფრესკები, აგრეთვე აღდგომის სცენაზე გამოსახული ,,ყინწვისის ანგელოზი“ - რომელიც მნახველის განცვიფრებას იწვევს და წინ უსწრებს რენესანსის ეპოქის იტალიური მხატვრობის სიენის სკოლის მიღწევებს.
  • სარკინეთის მონასტერი წარმოადგენს თანამედროვეობის და სიძველის  შერწყმას, რაშიც იგულისხმება მისი აგების ტექნიკა, მონასტერი კლდეშია გამოკვეთილი და მღვდელმსახურება უწყვეტად მიმდინარეობს. მონასტერს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი რომ სარკინეთის მსგავს მტკიცე ქანებში გამოკვეთილი ეკლესია საქართველოში არ არსებობს 
  • ორთუბნის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ქარელის რაიონის სოფელ ორთუბანში, მდებარეობს.კომპლექსი XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება, მის შემადგენლობაში შედის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია და შვიდსართულიანი სამრეკლო კოშკი- რომელიც XVII მიეკუთვნება. მონასტერი - წალკოტი სადაც ნამდვილად იგრძნობა სულიერი სიმშვიდე, სადაც თოთოეულ ფოთოლს ეტყობა მზრუნველი დედაოების ხელი და დღემდე აღევინება წირვა ლოცვა.

 

 ტურის განრიგი

  • 08:00 - შეხვედრის ადგილი
  • გამგზავრება ქარელის მიმართულებით
  • ყინწვისის მონასტერი
  • ორთუბნის დედათა მონასტერი
  • ლანჩი
  • სარკინეთის მონასტერი
  • ბატეთის ტბა
  • გამომგზავრება თბილისისკენ
  • ტურის დასასრული
+ უფასო დაზღვევა
  • ძამას ხეობა შიდა ქართლში,  ქარელის რაიონში, ერთ-ერთი ლამაზი და მადლიანი ადგილია. პატარა მდინარე, ძამა,რომელიც სათავეს თორის მთებში იღებს და თავისივე სახელობის ულამაზეს ხეობას  ქმნის ნამდვილად საოცარ ხედებს სთავაზობს დამთვარიელებელს. ყველა სიკეთესთან ერთად ხეობა 50 მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ინახავს, რაც ერთიორად ზრდის მის ინტერესს.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ, რომ შეიგრძნობთ ძამას ხეობის მრავალმხრივ სილამაზეს, აღმოაჩენთ ბატეთის ულამაზეს ტბას რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს საოცარ სილამაზეს გპირდებათ, მოილოცავთ და ნახავთ ისეთ კულტუტულ თუ ბუნებრივ ძეგლებს რომლებიც ნამდვილად შთაბეჭდილებებით აგავსებთ.


სხვა ტურები