დაგეგმე ერთდღიანი მოგზაურობა ყაზბეგში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • ანანური — ფეოდალური ხანის (XVI_VVII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან

    ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები.

  • გერგეთის სამების ტაძარი XIV საუკუნის, ლანდშაფტთან შერწყმით და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა ტაძრისა და სამრეკლოსათვის თერგის ხეობაში ისეთი მაღალი მთაა შერჩეული,რომელსაც ფონად მყინვარწვერი აქვს.ამ თეთრ ფონზე ნაგებობათა სილუეტები კარგადაა გამოკვეთილი.
  • დარიალის ხეობა,  ყეზბეგის კიდევ ერთი მარგალიტია, რომელიც არა მხოლოდ მომაჯადოებელი ბუნებით გამოირჩევა ასევე ახალი სამონასტრო კომპლექსით, რომელიც თანამედროვე ხურორთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია, უალამზეს ხეობაში აღმართული მთავარანგელოზის კომპელქსი საოცარ ჰარმონიაშია ბუნებრივ გაემოსთან რაც შთაბეჭდილებებით ავსებს მნახველს.
  • გველეთის ჩანჩქერი ბუნების კიდევ ერთი სიკეთე დარიალის ხეობაში, რომელიც სოფელ გველეთში, ზღვის დონიდან 1560 მეტრზე მდებარეობს და მისი  სიმაღლე 45 მეტრს შეადგენს, ბუნებრივია ჩანჩქერის დაცემით  კიდევ ერთი ლამაზი, ვიწრო ხეობა იქმნება, რომელიც ბუნების მოყვარულთათის ნამდვილად სასიამოვო და შთამბეჭდავია.
  • ბიდარის ტრავერტინები ყაზბეგში, გუდაური–კობის საგზაო მონაკვეთზე, მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადის მდინარე ბიდარის ხეობაშია წარმოქმნილი. 
    ტრავერტინი ფორიანი, მცირე სიმკვრივის, ნახევრად კრისტალური წვრილმარცვლოვანი ქანია, რომელიც წარმოიქმნება ცხელი ან ცივი წყაროებისგან კალციუმის კარბონატის დალექვის შედეგად. ტრავერტინების წარმოქმნას საკმაოდ დიდი პერიოდი სჭირდება.

 

 

  • 08:00 - შეკრება
  • გასვლა ყაზბეგის მიმართულებით
  • ანანურის კომპლექსი
  • გუდაურის პანორამული გადასახედი
  • ტრავერტინები და მჟავე წყალი
  • დარიალის სამონასტრო კომპლექსი
  • გერგეთის სამება 
  • გამომგზავრება თბილისისკენ
+ უფასო დაზღვევა
  • სტეფანწმინდა იგივე ყაზბეგი, საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი თვალწარმტაცი და საამაყო მხარეა. ყაზბეგის განსაკუთრებულ სილამაზეზე მისი მდებარეობაც მეტყველებს, ის ხომ მდინარე თერგის, ულამაზეს ხეობაშია ჩაფლული თავზე კი მუდამ თეთარად შევერცხლილი მყინვარწვერი დაჰყურებს. მხარე, არა მარტო ბუნებრივი საოცრეებითაა დაჯილდოვებული, ასევე მდიდარია კულტურული ძეგლებით რომლებიც საოცარ ჰარმონიას ქმნის ბუნებასთან.

 

 რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად ?

  • იმიტომ რომ, ყაზბეგი არის ადგილი სადაც სწყდები რეალობას და თავლწინ საოცარი სილამაზე გეშლება, მაღალ გორაკზე აზიდული გერგერთის სამების და მის ფონზე არსებული მყინვარწვერის ხილვისას  სუნთქვა შეკრული დაიწყებთ ამსილამაზის ცქერას და ინატრებთ ეს წამი დაუსრულებლად გაგრძელდეს.


ტურის ღირებულებაში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით
  • გიდი

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 180 კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 4 სთ
  • ფეხით გასავლელი მანძილი 4 კმ
  • ტურის განხორცილების პერიოდი -გაზაფხული-შემოდგომა
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

სხვა ტურები