დაგეგმე ერთდღიანი მოგზაურობა ჯავახთის ტბებზე და ლაჟვარდისფერ სოფელში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • ფარავნის ტბა, ვულკანური წარმოშობის ტბა, რომელიც სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციალიტეტში მდებარეობს, ფარავანი  სარკის ფართობით საქართველოში ყველაზე დიდი ტბაა. მისი მიმდებარე ტერიტორია საინტერესოა არქეოლოგიური თვალსაზრისითაც ტბის შორიახლოს კი მრავალი ისტორიულ – რელიგიური ძეგლი, მათ შორის ფარავნის ქარვასლა. ამასთანავე მეტ ინტერესს იწვევს ის ფაქტი რომ სწორედ ეს  ტერიტორიები გაუვლია კაბადოკიიდან მცხეთისაკენ მომავალ წმინდა ნინოს.
  • საღამოს ტბა ბდებარეობს ჯავახეთში, ტექტონიკური წარმოშობის ტბას აქვს ტრაპეციის ფორმა და ტბაში შეჭრილი ყურები განსაკუთრებულ სილამაზეს და ხიბლს ჰმატებს მას. იგი  მდიდარია იქტიოფაუნით, ამიტომ საღამოს ტბა თევზაობის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილია. ტბაზე ვხვდებით სხვადასხვა სახეობის ფრინველებს და ფრინველებზე დაკვირვება კიდევ უფრო საინტერსოს ხდის ამ ადგილს.
  • ხანჩალის ტბა მდებარეობს სახმრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში იგი ყველაზე დაბალი სიღრმეებით ხასიათდება ჯავახეთის მთიანეთის ტბებს შორის. მისი ფსკერი სწორია და დაფარულია შლამის სქელი ფენით, ტბაში კარგად არის გავრცელებული წყლისა და წყლის მოყვარული მცენარეულობა. წლის თბილ პერიოდში ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები.
  • ფოკის წმიდა ნინოს მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ფარავნის ტბის ნაპირას, მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. წმიდა ნინო საქართველოში ჯავახეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. XI საუკუნეში სწორედ მისი სახელობის ტაძარი ააგეს.დღეისათვის აქ აქტიურად მიმდინარეობს სამონასტრო ცხოვრება, დედაოები აწარმოებენ არა ერთი სახეობის ნატურალურ პრდუქტს.
  • გორელოვკა დუხობორების, ლაჟვარდისფერი, სოფელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. სოფელი რუსეთიდან იმპერატორ ნიკოლოზ პირველის დროს გამოძევებულმა დუხაბორებმა XIX საუკუნის შუა წლებში დააარსეს. განსაკუთრებული რწმენისა და სამყაროსადმი დამოკიდბულების მქონე საზოგადოებამ, დუხობორებმა თავიანთი სამყოფელი განსაკუთრებული არქიტექტურით დაამშვენეს, მათი სახლების მოატული დარაბებიც კი დუხობორთა ესთეტიკის და სულიერების გამოძახილია.
  • მადათაფა — ტბა ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2108 მ. სარკის ფართობი 8,78 კმ², აუზის ფართობი 136 კმ², უდიდესი სიღრმე 1,7 მ, წყლის მოცულობა 9,7 მლნ მ³. ქვაბული წარმოქმნილია ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დონე მაღალია გაზაფხულზე, დაბალია ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18°C, ზამთრობით თითქმის ფსკერამდე იყინება. 

ტურის განრიგი

  • 08:45 - შეკრება 
  • გასვლა ნინოწმინდის მიმართულებით
  • ფარავნის ტბა
  • ფოკის მონასტერი
  • საღამოს ტბა
  • ხანჩალის ტბა
  • გორელოვკა
  • მადათაფის ტბა
  • გამომგზავრება თბილისისკენ
+ უფასო დაზღვევა
  • ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო მხარეა. თითქმის ყველა სიკეთე იყრის თავს ამ მშვენიერ კუთხეში, ჯავახეთში სტუმრობისას ერთდროულად შეგიძლიათ შეიგრძნოთ როგოც ბუნების სიმშვენიერე ასევე  რელიგიური-სულიერი სიმშვიდე, არქიტექტურული ხიბლი, დიადი ისტორიული წარსული და ასევე სხვადასხვა კულტურათა შერწყმით მიღებული საოცარი კულტურული მემკვიდრეობა.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ რომ ჯავახეთის ამ განუმეორებელ ტურზე დაიმუხტებით საოცარი ემოციებით, გაისეირნებთ ულამაზეს ტბებზე და დატკბებით ხვადასხვა ფრინველების ცქერით, მოილოცავთ ფოკის დედათა მონასტერს და ბოლოს იმოგზაურებთ დროში, აღმოაჩენთ დუხობორების ლაჟვარდისფერ სოფელს, რომლის საოცარი ფერები, არქიტექტურა და გარემო წარუშლელი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.


ტურის ღირებულებაში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით
  • გიდის  მომსახურება

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 200 კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 3 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო(ზამთარი ჯიპტური)
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

სხვა ტურები