ბოლნისი-გერმანული კულტურა(კატერინენფილდი)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • ბოლნისის სიონი V საუკუნის უძველესი ქრისტიანული ტაძარია, რომელიც სოფელ ბოლნისში მდებარეობს და ქართული ხურორთმოძღვრების,  კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რადგან სწორედ ბოლნისის სიონმა შემოგვინახა უძველესი ასომთავრული წარწერა და მასში მოქცეული ბონისური ჯვარი.
  • პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია, რომელიც უახლოესი წარსულის უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა ბოლნისისთვის, რადგან აქ არსებულ ეკლესია-მონასტრებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რელიგიური კერა შეემატა. ულამაზეს,ცამდე აზიდულ ელიას მთას მარგალიტად ამშვენებს ეკლესია, საიდანაც მთელი ქვემო ქართლი ხელის გულზე იშლება და წარუშლელი შთაბედილებებით ასვებს მნახველს.
  • ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ადგილი სადაც ამ ქალაქის წარსული ზედმიწევნითაა წარმოდგენილი, მუზეუმში ინახება ყველა ის ლიტერატურული,შემოქმედებითი თუ სამუშაო მასალა რითიც გერმანელებმა ბოლნისის ადგილას შექმნეს თავიანთი უნიკალური კულტურა და ქართველებს სანიმუშოდ დაუტოვეს.
  • ბოლნისი ქალქი ,რომელიც საუკუნის წინ ქართველთა და გერმანელთა თანაცხოვრებას იზიარებდა, გაჭირვებას გამოქცეულმა და მადლიან მიწაზე დასახლებულმა გერმანელებმა სწორედ აქ ბოლნისის ტერიტორიაზე შექმნეს კომუნა-კატერინენფილდი სადაც დიდი შრომით და სიყვარულით ქმნიდნენ ყველაფერს რასაც დღემდე თითქმის პირვანდელი სახით მოღწეული სახლები, უზარმაზარი მარნები და წყლის წისქვილები მოწმობს.

ტურის განრიგი

  • შეხვედრის ადგილი
  • გასვლა ბოლნისის მიმართულებით
  • ბოლნისის სიონი
  • პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია
  • ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
  • გერმანელების კულტურა-კატერინენფილდი
  • დაბრუნება თბილისში
+ უფასო დაზღვევა
  • ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი მხარეა, სწორედ ეს არის, ის რეგიონი რომლის არტეფაქტებიც ქართველთა ევროპულ იდენტობას უფრო მკაფიო კონტურებს სძენს,  ეს ის მხარეა,  სადაც საუკუნის წინ ორი დამოუკიდებელი კულტურა გერმანული და ქათული ერთმანეთს შეერწყა და დღემდე მოაღწია, ეს ის მხარეა სადაც თითოეული ძეგლი, ეკლესია-მონასტერი, ყოველი ჩუქურთმა ქართული მდიდარი კულტურის გამოძახილია.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ რომ აღმოაჩინოთ ახალი კულტურა, იმოგზაუროთ წარსულში და შეიგრძნოთ კულტურათა ასიმილაციის ხიბლი, ნათლად წარმოიდგინოთ ის რეალობა, როდესაც გერმანელები რუდუებით, სხვის მიწაზე ქმნიდნენ თავიანთ კულტურას და თითოეულ ქვას ეფრებოდნენ, ისე როგორც მშობლიურს და ამ განსაკუთრებულ სულს დღესაც კი მკაფიოდ იგრძნობთ ბოლნისში.


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება 
  •  გიდი

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 76კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 1,30 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი -წელიწადის ყველა დრო
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

სხვა ტურები