ბოდბე-სიღნაღის ტური

ნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • წმინდა ნინოს სახელობის  მონასტერი - ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში,რადგან აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. მონასტერი აგებულია V საუკუნეში. ხევში მოედინება  წყარო, “წმინდა ნინოს წყაროს“ ეძახიან. ამ წყალს სასწაულმოქმედი ძალა აქვს რასაც ადასტურებენ არაერთი სნეულებებისგან განკურნებული ადამიანები. მონასტრის ეზოში არის, მონაზვნების მიერ გაშენებული, ტერასული ბაღები, სადაც ხარობს როგორც ყვავილების საოცარი ჯიშები  ასევე ნატურალური და ჯანსაღი ბოსტნეულიც.
  • სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - ეს არის მუზეუმი რომელიც  დაარსდა 1947 წელს და დღესდღეობით აქ დაცული 5000 მდე ექსპონატი თვალწინ გვიცოცხლებს სიღნაღის რაიონის შორეულ წარსულს, სადაც კარგად იყო განვითარებული, ხელსაქმე, სასოფლო-სამეურნეო მეურნეობა, ღვინის დაყენების ტექნოლოგიები და მრავალი სხვა დარგი. ეს ყველაფერი კი ნამდვილად ნათელს ხდის ამ ადგილების კულტურულ თუ ისტორიულ ღირებულებას.

 

ტურის განრიგი

  • 08:45 შეკრება 
  • გასვლა კაეთის მიმართულებით
  • ბოდბის მონასტერი
  • ჩასვლა წმინდა ნინოს წყაროზე
  • სიღნაღი
  • სიღანღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
  • გამომგზავრება თბილისისკენ
+ უფასო დაზღვევა

სიღნაღი - სიყავრულის ქალაქი, კახეთის ერთ-ერთ საინტერესო მხარეს წარმოადგენს.  მის ქუჩებში არსებული გარემო საოცრად რომანტიულ განწყობას ქმნის, ულამაზესი ალაზნის ველის ხედები კი მნახველს შთაბეჭდილებებით ავსებს. სიღნაღს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მის შემოგარენში არსებული ბოდბის, წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი და წმინდა , სასწაულმოქმედი წყარო.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ რომ აღმოჩნდებით სიყვარულის ჯადოსნურ ქალაქ სიღნაღში სადაც ყველა ქუჩას, სახლს, აივანს სიყვარულის ფერი დაჰკრავს. იხილავთ ალაზნის ველის შთამბეჭდავ ხედებს და ეზიარებით ბოდბის მონასტრის სასწაულმოქმედ ნინოს წყაროს.


ტურში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება კომფორტული მიკრო ავტობუსით/მინივენით
  • გიდი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით თბილისი-სიღნაღი 110 კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 2 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი - წელიწადის ნებისმიერი დრო, ნებისმიერი ამინდი
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში).

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

სხვა ტურები