ერთ დღიანი სალაშქრო ტური ბირთვისის კანიონებში

  • ბირთვისის ციხე მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში,.ბირთვისის ციხის აგების თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიულ წყაროებში პირველად იგი XI საუკუნეშია მოხსენებული ბირთვისის ციხის შემდგომი ისტორიიდან, ბირთვისი არ არის ჩვეულებრივი გაგებით ციხე, ე.ი. იგი არ არის ერთად თავმოყრილ ნაგებობათა კომპლექსი, არამედ ესაა კონუსური ფორმის, კლდოვანი მთების ჯგუფების გაერთიანება, რომელიც დაახლოებით 1 კვ. კმ-ს მოიცავს.  ციხე ტურისტებში დიდ ინტერეს იწვევს და მას ხშირად სტუმრობენ.

 

ტურის განრიგი

  • გამგზავრება ბირთვისის კანიონებისკენ
  • ლაშქობა კანიონებში და ბირთვისის ციხეზე
  • გამომგზავრება თბილისიკენ
+ უფასო დაზღვევა

 

 

 



  • ტურის ღირებულებაში შედის 
    • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
    • ტრანსპორტირება 
    •  გიდი

 

  • დამატებითი ინფორმაცია
    • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 100 კ
    • ფეხით დასაფარი მანძილი 12კმ
    • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 1.2 სთ
    • ტურის განხორცილების პერიოდი -  გაზაფხული- შემოდგომა
    • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)

 

  • გაითვალისწინეთ!

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

  • ჯავშნის გაუქმება

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

სხვა ტურები