ადგილი სადაც დრო გაჩერდა, მოინახულეთ დავით გარეჯის მონასტერი

ტურის ღირებულებაში შედის

  • ტურის დაგეგმარება-კოორდინირება-განხორციელება
  • ტრანსპორტირება 
  •  გიდი

 

დამატებითი ინფორმაცია

  • ტრანსპორტით დასაფარი მანძილი - ერთი მიმართულებით 140კმ
  • მგზარობის დრო - ერთი მიმართულებით 3 სთ
  • ტურის განხორცილების პერიოდი -დავითგარეჯი გაზაფხული-შემოდგომა
  • მარტყოფის ღვთაების მონატერი-წელიწადის ნებისმიერი დრო
  • საჭირო ეკიპირება - მოსახერხებელი ფეხსაცმელი, ქალბატონებმა თან იქონიეთ თავსაფარი და ქვედაბოლო,სათვალე, მზისგან დამცავი საშუალება, პირადი აფთიაქი ( განსაკუთრებული მედიკამენტის საჭიროების მოხმარების შემთხვევაში)

 

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

+ უფასო დაზღვევა

დავითგარეჯი  საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი რომელიც საუკუნეების მანძილზე ბერთა სავანედ იწოდებოდა, გარდა რელიგიური ღირებულებებისა ეს კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ათასწლეულებია მნახველს აოცებს იმ სილამაზით რასაც გამოქვაბულთა სინთეზი ქმნის.

 

რატომ უნდა იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად?

  • იმიტომ რომ ეზიაროთ ადამიანისა და ბუნების მიერ შექმნილ კიდევ ერთ, საოცარ სინთეზს, მოილოცოთ საქართველოში არსებული წმინდა მიწა და იქ არსებული სამონასტრო კომპლექსი, ასევე გექნებათ ბედნიერება დატკბეთ ღვთაების მონასტრის ირგვლივ არსებული უნიკალური ბუნებით  და დაიმუხტოთ დაუვიწყარი ემოციებით.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • სამონასტრო კომპლექსი დავით გარეჯი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. ერთ-ერთ გამოქვაბულში დავითის დასახლება გახდა დასაბამი იმ რელიგიური და კულტურული ცენტრის ჩამოყალიებისა რომელიც ერთ დროს 12 მონასტერსაც კი ითვლიდა. დავითგარეჯის კლდეში ნაკვეთი კოპლექსი ერთ-ერთი უდიდესია კლდეში ნაკვეთ კომპლექსებს  შორის..
  • გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი  იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, დავითის ლავრის დასავლეთით 12 კმ-ზე. წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ ერთიან კომპლექსს. დაარსებულია VI-VII საუკუნეებში დავით გარეჯელის მოწაფის ლუკიანეს მიერ
  • უდაბნო ქართული მონასტერი შუა საუკუნეების დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში,გამოქვაბული მონასტერი მოიცავს მრავალ ეკლესია-სენაკს. ანსამბლის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის ეკლესია უდაბნოს მონასტერში დაცულია მხატვრობა, რომელშიც პირველად აისახა დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი. მთავარი ეკლესიის მოხატულობის უძველესი ფენა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება.

 

ტურის განრიგი

  • 09:00 - შეკრების ადგილი
  • გასვლა კახეთის მიმართულებით
  • დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი-დავითის ლავრა
  • ნათლისმცემელი
  • უდაბნოს მონასტერი
  • დაბრუნება თბილისში

სხვა ტურები