ტური აჭარის მთებში

ტურის ღირებულებაში შედის

  • ტრანსპორტირება
  •  გიდი

გაითვალისწინეთ!

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება

+ უფასო დაზღვევა
  • ტური აჭარის მთებში, ტური დაიწყება რომაული ციხე გონიოს დათვალიერებით რის შემდეგაც გაგრძელდება ულამაზეს აჭარის მთიანეთში, სადაც ბუნების ძეგლები და ქართული არქიტექტურის ძეგლები ჰარმონიულად ერწყმიან ერთმანეთს. თქვენ ნახავთ თამარის ხიდს, მახუნცეთის ჩანჩქეს და ჰარმონიული დღის დასასრულს ესტუმრებით აჭარული ღვინის სახლს, სადაც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ  ასევე ჰარმონიული და მრავალფეროვანი არომატის მქონე ღვინოები.


ტურის აღწერა

  • გონიოს ციხე აფსაროსი ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომ დროინდელი სახელწოდებაა II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი. 1547 წელს გონიოს ციხე ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო 1878 წლამდე. როცა სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა.
  • მახუნცეთის ჩანჩქერი მდებარეობს სოფელ ზედა მახუნცეთის ჩრდილო ნაწილში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს. ქედის იმ ნაწილში გამომდინარე ჩანჩქერი ძალზე შთამბეჭდავია და ბევრ მნახველს იზიდავს. აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები.
  • თამარის ხიდი, შუა საუკუნეების ქვის ნაგებობაა, რომლის აგებაც თამარ მეფის სახელთანაა დაკავშირებული. ხიდს აქვს ძლიერ დამრეცი კამარა, რომლის მალი 15.5 მ-ია. ნაგებია კირის დუღაბით გამაგრებული კირქვის დიდი კვადრებით. ბურჯები ამოყვანილია კლდეზე. ამ ხიდით მოსახლეობა დღესაც სარგებლობს
  • აჭარული ღვინის სახლი ბათუმიდან 20 კილომეტრში ქედის მთავარ გზაზე მდინარის პირას მდებარეობს. ღვინის სახლიში შეგიძლიათ ნახოთ ღვინის წარმოების პროცესი,  დააგემოვნოთ რამდენიმე სახის ღვინო, ასევე ადგილობრივი წარმოების სიგარა, დაათვალიეროთ ვენახი ან უბრალოდ მიირთვათ ღვინო და დატკბეთ ბუნებით.

 

ტურის განრიგი

  • ტურის დასაწყისი, ბათუმი
  • გონიოს ციხე
  • მახუნცეთის ჩანჩქერი
  • თამარის თაღოვანი ხიდი
  • აჭარული ღვინის სახლი

სხვა ტურები