მტირალას ეროვნული პარკი - წაბლნარის ბილიკი

ტურის აღწერა

  • მტირალას ეროვნული პარკი აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე - შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15698,8 ჰა-ს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. მთა მტირალა გამოირჩევა ნალექების სიუხვით, მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 1.381 მეტრია და საქართველოში ყველაზე ნალექიანი ადგილია (4.520 მმ). მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზეს ხეობაში, რომელიც კალმახებითაა მდიდარი, ვნახავთ ჩანჩქერებს, ტბას, კოლხური ბზის კორომებს და მტირალას პარკის სხვა ღირსშესანიშნაობებს.

 

ტურის განრიგი

  • გასვლა ბათუმიდან
  • პარკის დათვალიერება
  • დაბრუნება ბათუმში

 

+ უფასო დაზღვევა

 

  • მტირალას ეროვნული პარკი ცნობილია თავისი ტენიანი გამორჩეული ბუნებით. აქ საქართველოში ყველაზე დიდი ნალექი მოდის, მისი ველური ჯუნგლის ტიპის ბუნება გამოირჩევა ენდემური უნიკალური სახეობებით. ნისლში გახვეული გარემო და ხშირად ცვალებადი ამინდი, ფაქტორებია რის გამოც ის ასე იქცევს მნახველების ყურადღებას.


ტური შეიცავს

  • ტრანსპორტირება
  • გიდი

დამატებითი ინფორმაცია

  • ტურის დაწყების დრო დილის 9 საათი
  • ტურის ხანგრძლივობა 7 საათი
  • რეკომენდირებულია სპორტულად ჩაიცვათ
  • ტბაში შეგიძლიათ იბანაოთ
  • დამატებითი თანხის გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ ზიპლაინით დაეშვათ
  • ფეხით სასიარულო მანძილია 7კმ

გაითვალისწინეთ!

 

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

 

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

სხვა ტურები