სათაფლიის ნაკრძალი და მარტვილის კანიონი ბათუმიდან

ტურის აღწერა

  • ქუთაისთან მდებარე სათაფლიის ნაკრძალი 350 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. სადაც იშვიათი ჯიშის ხეები, უნიკალური მღვიმეები და კლდეებია დინოზავრების ნაკვალევით. სათაფლიის მღვიმე მდინარე ოღასკურას ბუნებრივ კალაპოტს წარმოადგენს. სწორედ ამ მდინარის საშუალებით შემთხვევით აღმოაჩინა და პირველად შეაღწია სათაფლიის მღვიმეში ცნობილმა ნატურალისტმა პეტრე ჭაბუკიანმა 1925 წელს. მღვიმეში ზამთარ-ზაფხულ მუდმივი ტემპერატურაა – +14 გრადუსი. სათაფლიაში აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახისმჭამელი დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. სათაფლიის დინოზავრების ნაკვალევი ბუნების უნიკალური მოვლენაა. გეოლოგიურ წარსულში, როცა აქ ზღვის სანაპირო იყო (50-60 მლნ წლის წინ), ამ მიდამოებში დინოზავრებმა გაიარეს და დატოვეს ნაკვალევი. ნაკვალევი ორ ფენაზეა წარმოდგენილი, რაც უნიკალური შემთხვევაა
  •  მარტვილის კანიონი მდებარეობს მდინარე აბაშაზე. კანიონის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. კანიონის შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის ჩანჩქერია. კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები, რითაც ის მსოფლიოში მესამე აღმოჩენაა, რომლის ტერიტორიაზეც პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთები ერთად დიდი რაოდენობთაა წარმოდგენილი. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები.
  • მე -7 საუკუნეში აშენდა მარტვილ - ჭყონდიდის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება. მე-10 საუკუნეში ეს ტაძარი ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ,,ქართლის ცხოვრების” ცნობით ბაგრატ მეოთხე მარტვილის მონასტერშია დაკრძალული. მარტვილის მონასტერში იყო კრისპერია-გადამწერ ბერთა სამყოფო. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ნაწარმოებები. დასავლეთით მთავარ ტაძართან ახლოს დგას მაღალი სვეტი, რომელზეც მესვეტის ეკლესია-ოთახია. აქ უკანასკნელი მესვეტე ბერი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას.

ტურის განრიგი

  • ტურის დასაწყისი, ბათუმი
  • სათაფლიის ნაკრძალი
  • სადილი
  • მარტვილის კანიონი
  • მარტვილის მონასტერი
  • ტურის დასასრული, ბათუმი

 

+ უფასო დაზღვევა

 

  • დინოზავრების კვალდაკვალ მოგვიწევს სიარული სათაფლიის ეროვნულ ნაკრძალში, აქმილიონობით წლის წინ დინოზავრები ბუდობდნენ და მათი ნაფეხურები დღემდე შემორჩა, დინოზავრების ნაკვალევს რომ გავყვეთ აღმოვჩნდებით მარტვილის კანიონშიც რომელიც ტოლკინის ზღარულ რივენდელს მოგვაგონებს თავისი ჩანჩქერებით და გამჭვირვალე ფირუზისფერი წყლებით.  


ტური შეიცავს

  • ტრანსპორტირება
  •  გიდი

დამატებითი ინფორმაცია

  • ტურის დაწყების დრო დილის 9 საათი
  • ტურის ხანგრძლივობა 10 საათი
  • გაითვალისწინეთ, რომ მღვიმეში +14 C ტემპერატურაა
  • 5 წლამდე ბავშვებისთვის მღვიმეში შესვლა აკრძალულია
  • ფეხით სასიარულო მანძილია 3კმ

 

გაითვალისწინეთ!

ფორს მაჟორის შემთხვევაში (მეწყერი, ზვავი, წყალდიდობა და სხვა სიტუაციებში) ვმოქმედებთ უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. ასევე ვიტოვებთ უფლებას რომ ტურში ცვლილებები შევიტანოთ, თუ ეს ცვლილებები მისაღები არ იქნება, გადახდილი თანხის 80% უკან დაგიბრუნდებათ.

 

ჯავშნის გაუქმება

ა) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 7 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 80 %.

ბ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 4 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 50 %.

გ) შესყიდული ტურის გაუქმების შესახებ ტურის დაწყებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე შეტყობინების შემთხვევაში, ტურისტს დაუბრუნდება გაუქმებული ტურის ღირებულების მხოლოდ 20 %.

დ) შესყიდული ტურის გაუქმება ტურის დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში ტურის ღირებულება ტურისტს არ აუნაზღაურდება.

 

სხვა ტურები