სათავგადასავლო ტური პირველყოფილ ბუნებაში ბათუმიდან

ტურის აღწერა

  • პრომეთეს მღვიმეში ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მ-ია, ჭერის სიმაღლე 20-25 მ, ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მ-ს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია. მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20,000 მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.
  • წყალტუბოს შესახებ ცნობები, ჯერ კიდევ XII_XIII საუკუნეებიდან მოიპოვება. 1245-1250 წლებით დათარიღებულ გელათის მონასტრის სიგელში მას „მაღლაკს მდებარე აბანოის“ სახელით მოიხსენიებენ. ევროპულ პრესაში პირველი ცნობები წყალტუბოს შესახებ 1782 წელს, „ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების კრებულში გამოქვეყნდა. XIX საუკუნის დასაწყისიდან კი სასწაულმოქმედ მინერალურ წყლებზე მასალები უკვე ინტენსიურად იბეჭდება, სადაც წყალტუბოს ცნობილ ევროპულ კურორტებს— ვილბადს (გერმანია) და ტეპლიცს (ჩეხეთი) ადარებენ. 1920 წელს ის სახელმწიფო საკუთრება გახდა და ოფიციალურად მიენიჭა ბალნეოლოგიური კურორტის სტატუსი. წლების განმავლობაში წყალტუბოში უამრავი ცნობილი ადამიანი ისვენებდა. მათ შორის იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი (1968 წლის ივლისი); საბჭოთა ბელადს, იოსებ სტალინს კი კურორტზე პერსონალური ოთახი ჰქონდა, რომელსაც 1931 და 1951 წლებში სტუმრობდა.
  • ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი წარმოადგენს. მდ. საწისქვილოს მიერ ზედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული ოკაცეს კანიონის სიღრმე 35-50 მ-ია, სიგანე საშუალოდ 4 მ, ზოგიერთ ადგილას კანიონის კედლები თითქმის უერთდება ერთმანეთს და ბუნებრივ ქვახიდებს წარმოქმნის, ერთ-ერთი მათგანია „ბოგა”, საიდანაც კანიონის ფსკერის დანახვაა შესაძლებელი. შუა მეოთხეულში მდ. საწისქვილოს ხეობა გადაიკეტა ტექტონიკური ნასხლეტით და მასში გაჩნდა ტბა, რომელშიც თიხა-ქვიშა ილექებოდა. ტბიური ნალექების წყების სისქემ 27 მეტრს გადააჭარბა. მას შემდეგ რამდენიმე ათეულმა ათასმა წელმა განვლო. წყალმა იპოვნა გასასვლელი კირქვის ნაპრალებში, გააფართოვა ისინი და დაცალა ტბა. დაიწყო ტბიური ნალექების გადარეცხვა და კანიონის გამომუშავება. ამჟამად ტბიური ნალექები შემორჩენილია ცალკეულ ფრაგმენტებად. დღეისათვის კანიონი თავისებურ მიკროკლიმატს ქმნის, რაც განაპირობებს, მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მერქნიანი მცენარისთვის, საბინადრო გარემოს ჩამოყალიბებას.

ტურის განრიგი

  • ტურის დასაწყისი, ბათუმი
  • პრომეთეს მღვიმე
  • კურორტი წყალტუბო
  • ოკაცეს კანიონი
  • ტურის დასასრული, ბათუმი
+ უფასო დაზღვევა

  • სათავგადასავლო ტური პირველყოფილ ბუნებაში. დაათვალიერეთ ბუნების მიერ მილიონობით წლის მანძილზე ნამუშევარი და შექმნილი ძეგლები. პრომეთეს მღვიმე ზღაპრულ მიწისქვეშა სამყაროში კარიბჭეა, სადაც გელით თვალწარმტაცი დარბაზები, მიწისქვეშა ტბები და ფერების გამა. მიწისქვეშეთიდან გადავინაცვლებთ 140 მეტრ სიმაჭლეზე და დავათვალიერებთ ოკაცეს კანიონს. ბოლოს ვეწვევით წყალტუბოს ისტორიულ ბალნეოლოგიურ კურორტს

სხვა ტურები