გოდერძის უღელტეხილი

ტურის აღწერა

  • სახელწოდება „ხულოს“ ძველი ფორმაა „ხულა“ და ნიშნავს სავაჭრო სახლს. შუა საუკუნეებში აქ გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს გოდერძის უღელტეხილით აჭარა-შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა. ოსმალთა ბატონობის ხანაში ზემო აჭარის პოლიტიკურმა ცენტრმა სხალთიდან ხულოში გადაინაცვლა. ხულოში იდგა ეკლესია, რომლის ქვები ხიმშიაშვლებმა ჯამესა და სხვა შენობებზე გამოიყენეს. დაბის სტატუსი მიიღო 1964 წელს. ხულო მაღალმთიანი სოფელია გამოირჩევა აჭარის მთიანეთისთვის დამახასიათებელი რელიეფით და ლამაზ ფერდობებზე გაშენებული სახლებით. და თვალწარმტაცი ხედებით
  • გოდერძის უღელტეხილი მნიშვნელოვანი სტატეგიული დანიშნულების ადგილი იყო აჭარისთვის რომელიც მას სამჩხე ჯავახეთთან აკავშირებდა, უღელტეხილი 2025 მეტრზე მდებარეობს, მისი სუბალპური მდელოები და ბუნება აუცილებლად ჩაიბეჭდება მნახველის გონებაში დიდი ხნით. 2012 წელს გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2015 წლის დეკემბერში დასრულდა. კურორტზე სასტუმროს ტიპის 6 კოტეჯია განთავსებული. კურორტს რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა აქვს. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი ადგილი კი ზღვის დონიდან 2350 მეტრზეა.
  • მწვანე ტბა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს, არსიანის ქედის ჩრდილოეთით 2058მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბაზე წასვლა გვიან გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომის პირველ ნახევარშია შესაძლებელი და ყველა სეზონზე ის თავისი მშვენების გამორეულ სახეებს აჩვენებს. ზამთრობით ტბასთან მისვლა შეუძლებელია, თოვლის მაღალი საფარის გამო. მწვანე ტბა განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე. 

 

ტურის განრიგი

  • ტურის დასაწყისი, ბათუმი
  • სოფელი ხულო
  • გოდერძის უღელტეხილი
  • მწვანე ტბა
  • ტურის დასასრული, ბათუმი

 

+ უფასო დაზღვევა

 

  •  ულამაზესი აჭარის მთიანეთ და ხედები შავ ზღვაზე ჩვენი ჯიპ ტურის ყველაზე მადის აღმძვრელი ნაწილია, გოდერძის უღელტეხილის მომნუსხველი ბუნება და მაღალმთიანი სოფლები თავიანთ გამორჩეული არქიტექტურით რელიეფით სამზარეულოთი ის გემრიელი ნუგბარია რასაც უნდა ელოდეთ ჩვენთან ერთად


სხვა ტურები