ჩვენ შესახებ

თანამედროვე ადამიანისთვის მოგზაურობა აუცილებელია ყოველდღიური ცხოვრების რუტინისგან თავის დასაღწევად. თუმცა, ყოველი შემდეგი თავგადასავლის დაგეგმვა რთული და დამღლელი საქმიანობაა, სადაც ბევრი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო.

 

Beetrip ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სახის ტურის დაგეგმვაში დაგეხმარებით. მისი საშუალებით თქვენი მოგზაურობისთვის ახალი ადგილების აღმოჩენას შეძლებთ. აქ განთავსებულია ინფორმაცია საქართველოს ყველა რეგიონში არსებული ტურების შესახებ. თქვენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ თუ სად იწყებთ და ამთავრებთ ტურს, შესაბამისად განსაზღვროთ პარამეტრები, დანარჩენზე კი Beetrip იზრუნებს.

 

მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს რეგიონების მიხედვით, თქვენ შეძლებთ სხვადასხვა კულტურული დანიშნულების ცენტრების, მუზეუმების და ბუნების გასაოცარი
ხედების დათვალიერებას. ჩვენი მომხმარებლისთვის ასევე ხელმისაწვდომია სპეციალური ტური, რომლის მეშვეობითაც, ქვეყნის 8000 წლიან ღვინის ისტორიას  გაეცნობით.